სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სწავლა კეთებით“ - გუდაურის საჯარო სკოლის პირველკლასელთა საინტერესო გაკვეთილი
15-05-2023
-
+


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და სწავლისადმი ინტერესის გაღვივების მიზნით, საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ. ისინი აქტიურად იყენებენ მეთოდს - „სწავლა კეთებით“, რომელშიც ბავშვებს აქტიურად რთავენ.

ამჯერად, სკოლაში პირველი კლასის მასწავლებელმა -  თამარ მწითურმა მოსწავლეებს მათემატიკის გაკვეთილზე საინტერესო აქტივობები შესთავაზა.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ამოცანის ამოხსნის შესახებ და მასწავლებლის დავალებები შესანიშნავად შეასრულეს.

გაკვეთილის პროცესში ისინი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

​„სწავლა კეთებით, სწავლა თამაშით“, პირველ კლასში ასეთი აქტივობების დროს იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა, ვითარდება თანამშრომლობითი, შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნება. ასეთ დროს, ჩემი პატარები უფრო მოტივირებულები არიან. მოსწავლეები ხედავენ საკუთარი შრომის შედეგს“, -  სკოლის პირველი კლასის მასწავლებელი - თამარ მწითური.

“სწავლა კეთებით“ - იდეის ავტორია მე-20 საუკუნის ამერიკელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და განათლების სპეციალისტი - ჯონ დიუი. მისი აზრით, განათლება უნდა ემყარებოდეს გამოცდილებას და არა ფაქტების დამახსოვრებას. წარმატებული სწავლისთვის საუკეთესოა ცოდნის მიღება გამოცდილებით და სოციალური ინტერაქციით. სწავლა უნდა მიმდინარეობდეს შრომისა და თამაშის აქტიური გამოყენებით. ბავშვებმა ცოდნა უნდა შეიძინონ კეთების გამოყენებით.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება