სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ერკეთის საჯარო სკოლაში, მათემატიკის კვირეული, თამაშ-თამაშით, საინტერესო აქტივობებით მიმდინარეობს
03-11-2025
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით, მათემატიკის კვირეული იმართება.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კვირეული ემსახურება მათემატიკური ცნობიერების გაზრდას, თამაშ-თამაშით, ერთი შეხედვით მარტივი ხრიკებით იმ მათემატიკური უნარების განვითარებას, რომელიც თანამედროვე საზოგადოების წევრს გამოადგება როგორც სასკოლო მასალის ათვისება-განმტკიცებაში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.  

კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა განახორციელეს არაერთი საინტერესო აქტივობა.

  • შექმნეს საკუთარი პატარა ზღაპრები, სადაც გმირებმა პრობლემა მათემატიკურად უნდა გადაჭრან;
  • საინტერესოა აქტივობა - ყოველდღიურ ცხოვრებაში რიცხვების დანახვა - სად ცხოვრობენ რიცხვები? (მაღაზიაში, ტრანსპორტში, თამაშებში და სხვ.);
  • საბიუჯეტო თამაში – ჩემი კვირის ხარჯვა;
  •  მათემატიკური დღიური – კვირის განმავლობაში მოსწავლეები წერენ საკუთარ დამოკიდებულებას, რაც ისწავლეს;
  • მათემატიკის კედელი – მოსწავლეების ნახატები, გრაფიკები, საყვარელი რიცხვები, ციტატები მათემატიკოსებისგან;
  • მათემატიკური ბინგო– მოსწავლეებს ეძლევათ ბარათები და მოსმენის მიხედვით პოულობენ სწორ პასუხებს.

კვირეული დასრულდება ვიქტორინით, რომელშიც ჩაერთვებიან მშობლებიც.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება