სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ოფიციალური განმარტება თბილისის N10 სკოლის მშენებლობაზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა გააკეთა
29-10-2025
-
+


ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ პარლამენტში თბილისის N10 საჯარო სკოლის მშენებლობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ კონტრაქტით მშენებლობა 2026 წლის მაისში უნდა დასრულდეს.

მისი თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ მშენებელობა ძალიან ნელი ტემპით მიდის და ამასთან დაკავშირებით საზოგადოების გულისწყრომაც იხილა [მინისტრი 28 ოქტომბრის საღამოს გამართულ აქციას გულისხმობს, რომლის დროსაც მშობლებმა და მოსწავლეებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს]. 

აღსანიშნავია, რომ დემონსტრანტების თქმით, N10 საჯარო სკოლის შენობა რამდენიმე წლის წინ დაანგრიეს - „ორი წელია, მშენებლობა დაიწყო, ახლა ვიგებთ, რომ მშენებლობის უფლება ჯერ კიდევ არ არის გაცემული“. აქციის მონაწილეთა თქმით ამ პერიოდში ბავშვებს უწევთ სხვა სკოლებში მიკედლება, ზოგს - მეორე ცვლაში ან ცვალებადი გრაფიკით სწავლა, განათლების ხარისხს აუარესებს. 

„თბილისის N10 საჯარო სკოლა უფლებამოცნაცვლეობით არის გადმოცემული. კონტაქრტით დასრულების ვადა 2026 წლის მაისია, თუმცა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია აქ არის პრობლემა, სპორტული მოედნის მშენებლობა.. მომიჯნავე მიწის მფლობელებთან არის გარკვეული პრობლემები, ჩვენ აქტიურად ჩავერთეთ ამ პრობლემების მოგვარებაში, ასევე კონტრაქტორი ძალიან დაბალ ტემპში აწარმოებდა სამუშაოებს და ამ მიმართულებითაც აქტიურად გადავდგამთ ნაბიჯებს... გვესმის, გუშინ ჩვენც ვიხილეთ მოსახლეობის, მოსწავლეების და მშობლების გულისწყრომა და შევეცდებით, მაქსიმალურად მოკლე ვადაში დასრულდეს პროექტი“, - აღნიშნა სოხაძემ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება