| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო პროექტები და ინტელექტუალური შეჯიბრებები ტარდება.
ამჯერად, სკოლაში, იაგო ჭურაძის სახელობის ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში: „რა? სად? როდის?“ გაიმართა.
ტურნირში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის, კურსების, ორპირის, ცუცხვათის საჯარო სკოლების მოსწავლეთა 12 გუნდი მონაწილეობდა.
„სკოლაში მიწვეულნი იყვნენ საპატიო სტუმრები: ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები: ქალბატონები: ირინე კორძაია, ნანა შარვაძე, იაგოს ბიძა - ბატონი იუზა ვაშაყმაძე, სკოლების დირექტორები: ქალბატონები - თამარი ზარნაძე და ირინე ბერეკაშვილი, ბატონი დავით კუპრაშვილი“, - აღნიშნავენ სკოლაში.
თამაშს უძღვებოდნენ: ზაალ ხონელიძე, შალვა ბუაძე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ტურნირში პირველობა არავის დაუთმეს გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა (გელათი #2), მეორე და მესამე ადგილებზე კი ორპირის საჯარო სკოლის ორი გუნდი გავიდა.
ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სიგელებით, სკოლები - სიმბოლური საჩუქრებით, ხოლო გამარჯვებულები - გარდამავალი პრიზით.
„სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს, ყველა მონაწილეს, სტუმარს, გულშემატკივარს. იაგო ჭურაძის სულის უკვდავსაყოფად ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში ყოველ წელს გაიმართება“, - გვიყვებიან სკოლაში.
სკოლის დირექტორი - გიორგი ავალიანი გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეთა წარმატებას მხარს უჭერს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში