სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ინტერკულტურული (მულტიკულტურული) განათლების აუცილებლობა სკოლებში“ - გაეცანით, ნაგების საჯარო სკოლის მასწავლებლის - ლელა მამულაძის სტატიას
19-04-2023
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგების საჯარო სკოლის მასწავლებელი ლელა მამულაძე აქტიური, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგია, რომელიც სხვადასხვა საინტერესო პროექტზე მუშაობს და გამოცდილებას კოლეგებს სიხარულით უზიარებს.

ლელა მამულაძემ მოამზადა სტატია თემაზე - ინტერკულტურული (მულტიკულტურული) განათლების აუცილებლობა სკოლებში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ინტერკულტურული (მულტიკულტურული) განათლების აუცილებლობა სკოლებში

საქართველო ეთნიკურად ჭრელი ქვეყანაა, რომლის ტერიტორიაზე ცხოვრობენ ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, ქურთები, რუსები, ოსები...

სწორედ ეთნიკური სიჭრელიდან გამომდინარე ჩვენს სახელმწიფოში დადგა მულტიკულტურული (ინტერკულტურული) განათლების საკითხი.

რა არის ინტერკულტურული (მულტიკულტურული) განათლება?

ინტერკულტურული განათლების  მიზანია, შექმნას განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობები სხვადასხვა კულტურული იდენტობის ჯგუფებისთვის. ის ემსახურება კულტურული ეგოიზმის მინიმუმამდე დაყვანასა და ინდივიდთა შორის განსხვავებული ღირებულებების განვითარებას.

მულტიკულტურული განათლება მიზნად ისახავს საზოგადოებაში ტოლერანტობის, დემოკრატიის, თანასწორუფლებიანი და სამართლიანი გარემოსა და ჰარმონიული ურთიერთობების დამყარებას.

განათლება და საგანმანათლებლო სივრცე წარმოადგენს მიზანსა და საშუალებას ინტერკულტურული განათლების მისაღწევად. მაშასადამე, ჩვენი, როგორც მასწავლებლების, მოქალაქეობრივი ვალია, დავნერგოთ ინტერკულტურული (მულტიკულტურული) განათლება სკოლებში და ხელი შევუწყოთ ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას ეთნიკურად ჭრელ გარემოში.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები და განათლების ხელმისაწვდომობის კანონი ის დოკუმენტებია, რომელთა გააზრების შედეგად ჩვენ ნათლად დავინახავთ ინტერკულტურული განათლების აუცილებლობას სკოლებში.

ინტერკულტურული განათლების პრობლემები

სამწუხაროდ, ხშირად  მთავარი პრობლემა სახელმძღვანელოებს უკავშირდება, რადგან მათში არაა გათვალისწინებული  მულტიკულტურული განათლების აუცილებლობა სახელმწიფოში.

ჩვენს ეთნიკურად ჭრელ ქვეყანაში ინტერკულტურული განათლება აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. აღნიშნული პრობლემა არ მოიცავს მხოლოდ საგანმანათლებლო სივრცეს, რადგან ჩვენ (ქართველებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს...) ერთ გარემოში ვცხოვრობთ. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ეთნიკურმა  უმცირესობებმა იცოდნენ სახელმწიფო ენა, რათა გახდნენ სოციუმის სრულფასოვანი წევრები და შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება.

გარდა ამისა, ზოგიერთი მასწავლებლის კომპეტენცია ინტერკულტურული განათლების შესახებ არაა საკმარისი, რის გამოც ის ვერ ახერხებს  მულტიკულტურული განათლების საგაკვეთილო სივრცეში დანერგვას. მეტიც, სამწუხარო ფაქტია, რომ მასწავლებელთა კატეგორია მოსწავლეებს ეთნიკური ნიშნის მიხედვითაც აფასებს, რაც გამოწვეულია დამახინჯებული, სტერეოტიპული დამოკიდებულებით.

ამდენად, ვთვლი, რომ ჩვენ (მასწავლებლებს) განსაკუთრებული როლი გვაკისრია, გავზარდოთ დემოკრატიული კომპეტენციის მქონე , საღად მოაზროვნე მოქალაქეები, რომელთაც გაააზრებული ექნებათ ტოლერანტობის აუცილებლობა ეთნიკურად ჭრელ გარემოში.

ავტორი - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგების საჯარო სკოლის მასწავლებელი ლელა მამულაძე ლელა მამულაძე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება