| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განმტკიცებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მანანა ჩინჩალაძე მოსწავლეებს სხვადასხვა მეთოდს ხშირად აცნობს.
მან მე-5 კლასის მოსწავლეებს მორიგი საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარა. ამჯერად, მეხუთეკლასელებმა ე.წ ბონეს „აზროვნების ექვსი ქუდი“ მოირგეს. გაითავისეს სხვადასხვა როლი და ერთ-ერთი პრობლემა, ბავშვთა უფლებების შესახებ კრიტიკულად გაიაზრეს.
მეთოდის - „აზროვნების ექვსი ქუდი“ გამოყენებით, მათ ერთ-ერთი მოთხრობა გააანალიზეს და მის შესახებ იმსჯელეს.
„მეხუთეკლასელებმა მოთხრობა - „უფლისწული და მათხოვარი“ განიხილეს - გაიხსენეს მთავარი პერსონაჟის, ტომ კენტის უფლებების შელახვის მომენტები და კრიტიკული აზროვნების ამ მეთოდის გამოყენებით შეძლეს პრობლემის სხვადასხვა ჭრილში დანახვა და გადაწყვეტა“, - გვიყვებიან სკოლაში.
პედაგოგის თქმით, მოსწავლეებს მოსწონთ ასეთი ხასიათის აქტივობებით ჩატარებული გაკვეთილები, რაც სძენს მათ თავდაჯერებულობასა და უვითარებს სააზროვნო უნარ-ჩვევებს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“