სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კუჭატნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
18-04-2023
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.

მის ფარგლებში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა დედაენის დღის მნიშვნელობა და ქართული ენის როლი კიდევ უფრო ნათლად გააცნობიერეს. საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა კი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - გალინა ღვინიაშვილის ხელმძღვანელობით, პროექტზე - „ქართული დამწერლობის წარმოშობა“ იმუშავეს, რომელიც ქართული ენისა და დამწერლობის პოპულარიზაციასა და სიწმინდის დაცვას ემსახურებოდა.

მოსწავლეებმა საკითხთან დაკავშირებული ინფორმაცია მოიძიეს და აუდიტორიას წარუდგინეს. 

„დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რომ „დედა ენა“ ყოველი ჩვენგანის პირველი წიგნია და რომ ეს წიგნი სრულყოფილია იმდენად, რამდენადაც ათწლეულების შემდეგაც კი ყველა გამოცემა ამ წიგნზეა დაფუძნებული, რომ იგი ერთად ერთი წიგნია, რომელსაც ქართველმა ხალხმა ძეგლი დაუდგა. პატარებმა დაისწავლეს და მთელი გულით მიუძღვნეს დიდ იაკობს ლექსები.

საბაზო საფეხურის მოსწავლეების პროექტის მიზანი იყო ის, რომ მათ სიღრმისეულად გაეცნობიერებინათ, რომ ენა განძია ერისა, რომელსაც მოვლა, გაფრთხილება და დაცვა სჭირდება. რამეთუ „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს ...“ და რომ მისი შენარჩუნება და სიწმინდის დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება