სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხონის N2 სკოლის მე-9 კლასელები, პროექტის - „მოზარდობის ასაკის გამოწვევები“ ფარგლებში, სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებთან შეხვედრებს მართავენ
20-03-2023
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი - „მოზარდობის ასაკის გამოწვევები“ მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, მორიგი საინტერესო აქტივობის - „ადიქცია ანუ პრობლემური დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე, ალკოჰოლსა და თამბაქოზე“-  განხრციელება დაიწყო.

საკითხზე მე-9 კლასის მოსწავლეებმა - კახაბერ ოდიშარიამ, გიორგი ქარქაშაძემ და ნიკოლოზ ტყაბლაძემ მოამზადეს პრეზენტაციები.

პირველი შეხვედრა მოეწყო მე-4ა და მე-4ბ კლასის მოსწავლეებთან. მეცხრეკლასელთა წარდგენილი პრეზენტაციების თემები კი გახლდათ - „თამბაქო და მისი მოხმარება არასრულწლოვნებში“,  „უთხარი არა აზარტულ თამაშებს!“, „რა ზიანი მოაქვს ალკოჰოლს“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტატორებმა საინტერესოდ ისაუბრეს ისეთ მავნე ჩვევებზე, როგორიცაა თამბაქო, ალკოჰოლი, აზარტული თამაშები და რომლებიც პირველად, სწორედ, მოზარდებში იჩენს თავს. 

თითოეული მათგანი უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე, როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. თამბაქო- მომაკვდინებელი იარაღია. ალკოჰოლს თან ახლავს ფსიქიკური აშლილობები, ღვიძლის ციროზი, ნერვული სისტემის აღგზნება და ა.შ, ასევე, აზარტომანია არის ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც შეყვანილია დაავადებათა რიცხვში.

შეხვედრა გაიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, მოსწავლეები პასუხობდნენ პრეზენტატორების შეკითხვებს, მსჯელობდნენ, მიიღეს რჩევები, რომ მოზარდი არა მხოლოდ მეცადინეობით, არამედ ფიზიკური აქტივობებით, ვარჯიშით და სხვადასხვა ღონისძიებებით უნდა იყოს დაკავებული და რომ - ჯანსაღი ცხოვრება ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ამგვარი პრობლემები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

სამუშაო ჯგუფი - ნიკოლოზ ტყაბლაძის, გიორგი ქარქაშაძის და კახაბერ ოდიშარიას შემადგენლობით, მომდევნო დღეებში იგივე თემებზე შეხვედრებს დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების სხვა მოსწავლეებთან გამართავს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება