სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხონის N2 საჯარო სკოლაში პროექტი -„მოზარდობის ასაკის გამოწვევები“ ხორციელდება
27-01-2023
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის, ხონის N2 საჯარო სკოლა მიმართულია სხვადსხვა სოციალური საკითხის შესახებ მოსწავლეების ინფორმირებისა და მათი ჩართულობისკენ, სწორედ ამ მიზნით პროექტი - „მოზარდობის ასაკის გამოწვევები“, ხორციელდება.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის შექმნის წინაპირობა მოზარდობის ასაკში წამოჭრილი პრობლემები გახდა.

„აღსანიშნავია პრობლემები: ურთიერთობის გაძნელება მშობლებთან და თანატოლებთან, ბულინგი, რეაქცია მწვავე სტრესსა და ტრამვაზე, ადიქცია ანუ პრობლემური დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე, ალკოჰოლზე, თამბაქოზე, შფოთვა და სხვა. ერთმნიშვნელოვანი პასუხი კითხვაზე, რა იწვევს მსგავს პრობლემებს, არ არსებობს. მთავარ მიზეზთა შორისაა სოციალური ფაქტორები-ძალადობა ოჯახში, სიღარიბე, უმუშევრობა, მასმედია, გარდატეხის ასაკი, ამგვარი პოზიცია: გითხარი - გააკეთე, არ გააკეთებ- დაისჯები და სხვა.

ხშირად მშობელს დრო არ ჰყოფნის, რომ შვილის განცდებით დაინტერესდეს. ასეთ ბავშვებზე ძალაუფლება „ფარული აღმზრდელების“ - ტელევიზიის, აგრესიული კომპიუტერული თამაშების, ინტერნეტის ხელში გადადის, რომლებიც მოზარდში აგრესიული ქცევის, აგრესიული აზრების და რისხვის პროვოცირებას ახდენს, შეიძლება ვირტუალური ძალადობის რეალობაში გაგრძელების სურვილი გაუჩნდეთ: ბავშვი თვლის, რომ სამყარო მის მიმართ მტრულადაა განწყობილი და მასში ვერ პოულობს ნდობას, სიყვარულს. თავდაპირველად ამ არაკეთილგანწყობას უახლოესი გარემოცვიდან გრძნობს, შემდეგ ხდება გადატანა ცხოვრების ყველა სფეროზე.

მოზარდობის ასაკის თავისებურებიდან გამომდინარე, მომხმარებელთა ორი მესამედი ნარკოტიკული ნივთიერებების გასინჯვას სწორედ სკოლის ასაკიდან იწყებს. მნიშვნელოვანია პრობლემური ქცევის ადრეული ამოცნობა და რეაგირება: სკოლაში ბავშვების ჩართვა სპორტულ თამაშებში, შემეცნებით - გასართობ წრეებში, მშობლებში ცნობიერების ამაღლება და სხვა.

პროექტის მიზანია არსებული პრობლემების პრევენციისა და მოგვარების გზების დადგენა, სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სასკოლო თემის გააქტიურება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო - ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება