სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„როგორ მოდის წვიმა?“ - ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ინგა ფხაკაძემ მოსწავლეებს საინტერესო კომპლექსური დავალება შესთავაზა 
07-02-2023
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის IV კლასში ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ინგა ფხაკაძემ განახორციელა კომპლექსური დავალება თემაზე - „როგორ მოდის წვიმა?“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრის პირველ ეტაპზე მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო დავალების ფორმა (კომპლექსური დავალების პროდუქტი-წყლის ბრუნვის ნახატი), მეორე ეტაპზე - პირობა (ანას ძალიან უყვარს წვიმაში ქოლგით სეირნობა და გუბეებში ჩახტომა, თუმცა როდესაც მზე გამოანათებს, აღარც წვიმაა და  მისი საყვარელი გუბეებიც სადღაც ქრება, რატომ შრება გუბეები? სად მიდის წყალი გუბურიდან, როგორ მოდის წვიმა?)

მასწავლებელმა შეფასების კრიტერიუმები მოსწავლეებთან ერთად შეიმუშავა და ის მათ მშობლებს გააცნო.

მოსწავლეებმა საკითხის ირგვლივ საჭირო ინფორმაცია მოიძიეს, როგორც სახელმძღვანელოდან, ასევე ვიდეორესურსებიდან. მომდევნო კვლევით აქტივობაზე მოსწავლეებმა ჩაატარეს საკლასო და საშინაო ექსპერიმენტები: განსაზღვრეს კვლევის მიზანი, ეტაპები, საჭირო მასალა, გამოთქვეს ვარაუდები, აღწერეს ცდების მიმდინარეობა და გააკეთეს დასკვნები.

შემდეგ  ეტაპზე მოსწავლეებმა შექმნეს წყლის წრებრუნვის ნახატი, ვიდეორესურსისა და ექსპერიმენტზე დაკვირვებით წარმოადგინეს პრეზენტაცია.

მოსწავლეებმა შემაჯამებელ პრეზენტაციაზე ხაზგასმით წარმოაჩინეს:

  • რამდენ აგრეგატულ მდგომარეობაში გვხვდება წყალი და რა იწვევს წყლის აგრეგატული მდგომარეობის ცვლილებას?
  • სად მიდის აორთქლებული წყალი?
  • რას მიანიშნებს ცაზე ღრუბლების გამოჩენა?
  • როგორ კონდენსირდება  წყლის ორთქლი?
  • აქვს თუ არა ამ ბუნებრივ მოვლენას ციკლური ხასიათი?
მოსწავლეები შეფასდნენ სოლო ტაქსონომიის კრიტერიუმებით:

2 მოსწავლე - გაფართოებული აბსტრაქციის დონეზე, 
3 მოსწავლე - მიმართებით დონეზე,
2 მოსწავლე - მულტისტრუქტურულ დონეზე,
2 მოსწავლე - უნისტრუქტურულ დონეზე. 

განმავითარებელი კომენტარები ინდივიდუალურად გადაეგზავნათ  მოსწავლეთა მშობლებს.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება