| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, არსებობს შეზღუდული გარემო“ - ინიციატივა, რომელიც შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბის ფარგლებში, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეეებმა განახორციელეს.
მოსწავლეებმა დაგეგმეს და გამართეს სხვადასხვა აქტივობები, რომელთა მიზანი იყო სასკოლო თემის ცნობიერების ამაღლება, მითებისა და სტერეოტიპების დამსხვრევა შშმ პირთა მიმართ.
მოზარდებმა მიწვეულ საზოგადოებას გააცნეს პრობლემები და დაბრკოლებები, რომლებიც დგას შშმ პირების წინაშე, რა კეთდება ამ კუთხით და კიდევ რა არის გასაკეთებელი. ასევე მე-7-მე-8 კლასელებმა ამ თემასთან დაკავშირებით, გააკეთეს თემატური პოსტერები და გაავრცელეს სკოლაში.
სკოლაში მიწვეული იყო ავტორი ანა ბარათაშვილი, რომელიც საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ესაუბრა შეხვედრის მონაწილეებს და უპასუხა მათ კითხვებს.
„იგრძენი რომ ვვარსებობ” - ანა ბარათაშვილის შემოქმედებაა, რომელშიც აღწერილი აქვს ბრძოლა ამ დაბრკოლებების წინააღმდეგ.
ანამ სკოლას თავისი წიგნები გადასცა საჩუქრად, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, ბავშვება სტუმარს სთხოვეს, კიდევ ერთხელ მოსულიყო სკოლაში, როცა მისი წიგნის განხილვაზე შეიკრიბებოდნენ.
„ამ შეხვედრამ მოსწავლეებს ნაათლად დაანახა, რომ მართლაც არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობა. ვფიქრობ, აღნიშნული აქტივობები თავის წვლილს შეიტანს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაში შშმ პირთა მიმართ“, - აღნიშნა ღონისძიებასთან დაკავშირებით, სკოლის დირექტორმა სერგო ხოზრევანიძემ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა