სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
01-12-2022
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს. 

ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობა გაიმართა. მოეწყო გამოფენა, მოსწავლეებმა წარმოადგინეს გრაფიკული ნამუშევრები, აპლიკაციები, კოლაჟები. გარდა ამისა, გამოძერწეს შემოდგომის ნობათი, გააფორმეს საკლასო ოთახები.

ამასთანავე, დაწყებითი კლასის მოსწავლეების მონაწილეობით საინტერესო ღონისძიება მოეწყო, რომლის მიმდინარეობაშიც მშობლებიც აქტიურად ჩაერთნენ - მოადუღეს თათარა, ჩურჩხელები ამოავლეს და ბავშვებს გაუმასპინძლდნენ.

მოსწავლეები აქტივობებში 1-ელი კლასის დამრიგებელის ნათია ქევხიშვილის, მე-2 კლასის დამრიგებელის მაია ქევხიშვილის, მე-3 კლასის დამრიგებელის მაია ფოცხვერაშვილის და მე-4 კლასის დამრიგებელის ნადია საგინაშვილის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.

ღონისძიება მე-12 კლასის მოსწავლე მარიანა ჯაჭვაძემ მუსიკალურად გააფორმა.

„როგორც ყოველთვის, ამჯერადაც, ჩვენი საშემოდგომო ღონისძიება გამოირჩევა ორიგინალობით. სკოლამ საინტერესოდ აღნიშნა პირველკლასელი მოსწავლის - ბარბარე საგინაშვილის დაბადების დღე, გაახარეს და გაულამაზეს დღე პატარა ბარბარეს.
მადლობა სკოლის დირექტორს საინტერესო ღონისძიების დაგეგმვისათვის, ასევე მასწავლებლებსა და მშობლებს (ეკა გურგენიძე, მაია არუსტაშვილი, თამთა გუგუშვილი, ნათია ემრაშვილი, ლელა მჭედლიშვილი, ეკა მჭედლიშვილი, ჯუნა ბოჩიკაშვილი, თიკო კეთილაძე, ნათია ჩხაიძე, სოფო ტიკიშვილი, მარი გუგულაშვილი, ლილიანა საგინაშვილი, თამუნა ხარებაშვილი, ნათია ღვინიაქშვილი, ეკა კირაკოზაშვილი, მაია ირომაშვილი, ქეთევან საგინაშვილი, გულნარა ჯაჭვაძე, იზა გიქორაშვილი, ნინო ბერებიშვილი, მანანა საგინაშვილი, ლია პაატაშვილი, თამარ ლოლაძე, თამარ ჯაჭვაძე, ნინო ჯაჭვაძე, ნინო დვალაშვილი, ელისო ჯიმშელაძე, ეკა ბეგიაშვილი, ლუდა ბერულაშვილი, ხათუნა ჯანყოშვილი),- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს მასწავლებლებმა - ნონა ურუშაძემ და თეა შათირიშვილმა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება