| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვედურეთის საჯარო სკოლის X კლასში ინტეგრირებული სასწავლო პროექტი - „გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის პრობლემები და სტატისტიკა დღევანდელ რეალობაში“ გაიმართა.
ის, ცნობიერების ამაღლების მიზნით, მათემატიკის და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა დაგეგმეს და განახორციელეს. მოსწავლეები მის მინდიმარეობაში მონდმებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა გაიღრმავეს.
მოსწავლეებმა შექმნეს ბუკლეტი, რომელშიც ასახეს:
პროექტი მესამე თაობის ე.ს.გ-ს გათვალისწინებით საგნობრივი სტანდარტის და გამჭოლი კომპეტენციების გამოყენებით დაიგეგმა.
„სწავლა-სწავლების პროცესში ძალზედ მნიშვნელოვანია როგორც საგანთა შორის თანამშრომლობითი სწავლება, ასევე მაღალ სააზროვნო უნარებზე გათვლილი სასწავლო აქტივობების დაგეგმვა მასწავლებლის მხრიდან. სწორედ ამ ორ მნიშვნელოვან ასპექტს აერთიანებს ჩვენს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ინტეგრირებული სასწავლო პროექტი“- თქვა მათემატიკის მასწავლებელმა თინა გოგინაშვილმა.
სკოლაში ამბობენ, რომ გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია საკმაოდ სერიოზული პრობლემაა.
„21-ე საუკუნეში გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია საკმაოდ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. სტატისტიკა, რაც ასახავს ქალთა დისკრიმინაციის ფაქტებს შემაშფოთებელი და დასაფიქრებელია. მოსწავლეები საუბრობენ რომ ტელევიზიასა და სოციალურ მედიაში ხშირად სმენიათ ქალთა მიმართ ძალადობის გაზრდილი მონაცემები წინა წლებთან შედარებით. ეს ფაქტები ნამდვილად არის პრობლემა, რაც ქმედით ნაბიჯებს მოითხოვს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ