სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლა მედიაწიგნიერების კვირეულს სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებით შეუერთდა
28-10-2022
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, მედიაწიგნიერების დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული კვირეული მიეძღვნა.

მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, დაწყებით I-VI კლასებში მასწავლებლებმა ინფორმაციულ-შემეცნებითი გაკვეთილი თემაზე - „მედიაწიგნიერების მნიშვნელობა XXI საუკუნეში“ ჩაატარეს.

მასწავლებლებმა გაკვეთილზე, კლასებში განთავსებულ მონიტორზე, მოსწავლეებს უჩვენეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები მედიაწიგნიერების შესახებ. ესაუბრნენ მედიაზე, დეზინფორმაციაზე, დეზინფორმაციის უარყოფით მხარეებზე, ყალბი ინფორმაციის იდენტიფიკაციის გზებზე, ასევე ინფორმაციის მოპოვებისა და სანდოობის შესახებ.

ინფორმაციულ-შემეცნებითი გაკვეთილი დასრულდა „ქვიზით“, სადაც მოსწავლეებმა შეასრულეს ჯგუფური სამუშაო და საინტერესო კითხვებზე გასცეს პასუხი.

20-21 ოქტომბერს, სკოლის სააქტო დარბაზში, VII,VIII, IX,X, და XI კლასების მოსწავლეებისთვის მედიაწიგნიერების შესახებ საინფორმაციო-სალექციო გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილები სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმ: ხათუნა აფრიდონიძემ, ნინო თევდორაძემ და ლილიკო შუბლაძემ ჩაატარეს. სააქტო დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაციები, სადაც ისაუბრეს დეზინფორმაციაზე, მედიაზე, დეზინფორმაციის უარყოფით ზეგავლენებზე და ყალბი ინფორმაციის იდენტიფიკაციის გზებზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც მოსწავლეებმა დიდი ინტერესი და მაღალი ჩართულობა გამოიჩინეს.

მედიაწიგნიერების გლობალური კვირეული კი შემაჯამებელი ღონისძიებით გაიმართა.

„სკოლაში მედიაწიგნიერების კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო მთელი კვირის მანძილზე სკოლაში ჩატარებული ღონისძიებები.

მედიაწიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, იოსებ ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლა აქტიურად იყო ჩართული. მთელი კვირის მანძილზე სკოლაში განხორციელდა სხვადასხვა სახის ღონისძიება, სადაც სამივე საფეხურის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი.

ასევე მთელი კვირის მანძილზე მოსწავლეები მუშაობდნენ საინფორმაციო პლაკატებზე. მათ შექმნეს ციფრული და არაციფრულ პლაკატები, რომელზეც მოცემულია მედიაწიგნიერების მიმართულებით სხვადასხვა თემატიკის რჩევები, როგორიცაა:

  • ყოველთვის გადაამოწმე ინფორმაცია - არ გახდე ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი ან გამავრცელებელი;
  • ინფორმაცია გადაამოწმე პირველად წყაროსთან, გადაამოწმე ავტორი და წყარო - რამდენად სანდოა ის, გაიგე რამდენად ახალია ინფორმაცია და გადაამოწმე გამოქვეყნების თარიღი;
  • GOOGLE imagesearch და tineye.com საიტებით ადვილად დაადგენ ფოტო და ვიდეო მასალა ნამდვილია თუ ყალბი;
  • ერთი google ძიება არ არის საკმარისი ფაქტების გადამოწმებისთვის, გამოიყენე და გაეცანი სხვადასხვა წყაროს;
  • გახსოვდეს, რომ ემოციებით გაგიჭირდება ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება, „წაიკითხე“ სტრიქონებს მიღმა - დაფიქრდი რა არის გზავნილის მთავარი მიზანი;
  • ყურადღება მიაქციე რეალობასთან შეუსაბამო მეტისმეტად ცუდ ან კარგ ამბავს და გადაამოწმე ის;
  • გახსოვდეს პირად ინფორმაციას შენზე და შენ ახლობლებზე, რომელსაც სოციალურ ქსელში აზიარებ სხვებიც ხედავენ;
  • უცხო ადამიანებისგან მეგობრების თხოვნაზე დათანხმებამდე შეამოწმე მათი პროფილის გვერდები, შეიძლება ტროლები ან ბოტები აღმოჩდნენ;
  •  სოციალური ქსელები ნებისმიერი მომხმარებლის online ქცევას სწავლობენ - დაუკვირდი, პოსტებსა და ფოტოებს, რომელსაც იწონებ ან აზიარებ;
  • გახსოვდეს, რომ ნებისმიერი არასწორი ან დაუზუსტებელი ინფორმაციის გაზიარების შემთხვევაში, დეზინფორმაციის გავრცელებაზე პასუხისმგებელი შენც ხარ.
მასწვალებლების ჩართულობით გადაირჩა საუკეთესო ნამუშევრები, რომლებიც სკოლის საგამოფენო სივრცეში გამოიფინა.

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით ჩატარდა ესეების კონკურსი შემდეგ თემებზე:

  • ინფორმაციის მიღების გზები XXI საუკუნეში;
  • რა ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ყალბი ინფორმაცია;
  • რატომ უნდა დავიცვათ თავი ონლაინ სივრცეში?
წარმოდგენილი ნამუშევრებიდან აირჩა სამი საუკეთესო ესე:

  1. ლიზი კვიმსაძე. XI კლასი (დამრიგებელი თიკო სვანიძე) - „ინფორმაციის მიღების გზები XXI საუკუნეში“
  2. მაკა მშვილდაძე. XI კლასი (დამრიგებელი ელისო თევდორაძე) - „რატომ უნდა დავიცვათ თავი ონლაინ სივრცეში?
  3. ნინი იოსებაშვილი. X კლასი (დამრიგებელი თათია ჭუმბურიძე) - „რა რანეგატიურ ზეგავლენას ახდენს ყალბი ინფორმაცია“
შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარადგინეს საკონფერენციო თემები:

  • „რა არის ინფორმაცია“ - მერაბ კაპანაძე. IX კლასი (დამრიგებელი მარინე რუსაძე) თემის ხელმძღვანელი ლილი შუბლაძე.
  • „რა არის ყალბი ახალი ამბავი და რა გავლენას ახდენს საზოგადოებაზე“ - გიორგი გერასიმოვი. X კლასი ( დამრიგებელი ნინო თურქია) თემის ხელმძღვანელი ნინო თევდორაძე.
  • „რა საფრთხეები არსებობს ონლაინ სივრცეში“ - ნინი კუხიანიძე. X კლასი ( დამრიგებელი თათია ჭუმბურიძე) თემის ხელმძღვანელი ხათუნა აფრიდონიძე.
მედიაწიგნიერების კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი მაია ცქიტიშვილი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ბატონი გია ქობალიანი.

ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა სიტყვით მიმართეს აუდიტორიას და მოსწავლეთა ნამუშევრები შეაფასეს, ისაუბრეს მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე დღევანდელ სამყაროში.

სკოლის დირექტორმა ბატონმა, მურად ჯიშკარიანმა ესეების კონკურსში გამარჯვებულები და კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებების ავტორები სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა“, - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

Tik-Tok ლაივში გოგოს გამო დაწყებული ეჭვიანობის შედეგად, არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა

ქარელის საბავშვო ბაღებში შეტანილი ხორცი უხარისხო აღმოჩნდა - დეტალები 

რეკომენდაციებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს

სტიპენდია 1000 ლარი ხდება - ვის ეხება ცვლილება

პედაგოგების ნაწილს საგნის გარდა, დამატებით გამოცდის ჩაბარება უწევს - მინისტრის ბრძანება მასწავლებლის მომზადების პროგრამაში ცვლილებებს ეხება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

​უღრმესი მადლობა, ბესო კობახიძეს მასპინძლობისთვის“

ეს იყო დღე, რომელმაც ერთდროულად გააერთიანა სიხარული, სიამაყე და განშორების ცრემლები

გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა პრაქტიკულად წარმოადგინეს პროგრამის ძირითადი შესაძლებლობები

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება