სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მთავარი რჩევა სკოლის დირექტორებისგან - რა უნდა გაითვალისწინონ მოსწავლეებმა
26-10-2022
-
+


სკოლა ის ადგილია, სადაც მოსწავლეები არამხოლოდ კონკრეტულ საგნებს, არამედ ცხოვრებისეულ გაკვეთილებსაც სწავლობენ. მათთვის ცხოვრების ეს ეტაპი უმნიშვნელოვანესია, რადგან, შეიძლება ითქვას, რომ მათ მომავლს განსაზღვრავს. ამიტომ, აუცილებელია, რომ ეს პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენონ, ცოდნის გაღრმავებაზე იზრუნონ და საკუთარ თავში ახალი თვისებები აღმოაჩინონ. საინტერესოა, თუ რას ფიქრობენ სკოლის დირექტორები ამ საკითხზე და რას ეტყოდნენ მოსწავლეებს. ამიტომაც ვკითხეთ, თუ რა ცხოვრებისეულ რჩევას მისცემდნენ ბავშვებს და ასევე, რა არის, ის მთავარი რამ, რაც მათ სკოლიდან უნდა წაიღონ.

გიორგი ხურციძე, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ რომანეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეები სკოლაში, უპირველეს ყოვლისა, ადამიანებთან ურთიერთობას, კონკრეტული პროფესიისა და სწავლის სიყვარულს სწავლობენ. ყველაზე მთავარი კი მაინც ცოდნის მიღების სურვილია.

მათთდამი ჩემი ცხოვრებისეული რჩევა იქნება, რომელ პროფესიასაც აირჩევენ, გულდასმით, კარგად შეისწავლონ და თავიანთი საქმის პროფესიონალები გახდნენ. არ აქვს მნიშვნელობა პროფესორი იქნება, აკადემიკოსი, ხელოსანი თუ მუშა, მთავარია, თავისი საქმე კარგად იცოდეს, გულით მოეკიდოს და დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულოს. ასევე, კარგი იქნება, თუ უცხო ენებს შეისწავლიან, რამეთუ, რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამინი ხარ.

ეკა ჩაბაიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებს ვურჩევდი, რომ ყოველი წუთი ნაყოფიერად, ცოდნის გასაღრმავებლად, გამოიყენონ. მთავარი, რასაც ისინი სკოლიდან წაიღებენ სწორედ ცოდნა და დამოკიდებულებებია. ჩვენ მოსწავლეებს მეგობრობას, ერთგულებას, პატიოსნებას და შრომის ფასს ვასწავლით. მცირეკონტინგენტიანი სკოლა გვაქვს და ჩვენი ბავშვები ძალიან მეგობრულები არიან.

ლეონინე სულაბერიძე, ტიციან ტაბიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთას საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებმა სკოლიდან, პირველ რიგში, ერთმენეთისა და გარშემომყოფებისადმი პატივისცემა უნდა წაიღონ. ეს არის უმთავრესი, რაც ბავშვმა უნდა იცოდეს. მათ ასევე, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა უნდა ჰქონდეთ, თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებს უნდა ითავისებდნენ. ეს ორი ასპექტი მათთვის თანაბარ დონეზე უნდა იყოს. პატივი უნდა სცეს საკუთარ უფლებასაც და მოვალეობასაც.

ვფიქრობ, აუცილებელია, ემპათიის გრძნობის ქონა, ურთიერთპატივისცემა, უფლებებისა და მოვალობების თანაბრად გათავისება. ცოდნას რომ უნდა იღებდეს მოსწავლე სკოლიდან, ეს უდავოა, მაგრამ, როდესაც თვისებაზე ვსაუბრობთ, მაშინ სწორედ ზემოთჩამოთვლილ ასპექტებზე გავამახვილებდი ყურადღებას.

მაკა ქავთარაძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში, რაც მოსწავლეებმა სკოლიდან უნდა წაიღონ, ცოდნაა. ასევე, რა თქმა უნდა, ურთიერთპატივისცემა და ზრდილობა. მოსწავლეებს ვურჩევდი, რომ თანადგომა, ურთიერთთანამშრომლობა და ცოდნისადმი ინტერესი გამოიჩინონ. ეს მათ ცხოვრებისეულად ძალიან დაეხმარებათ.

ეთერ ჩიკვილაძე, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შეუბანის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებისთვის მთავარია, ცოდნა და ადამიანისთვის დამახასიათებელი ყველა დადებითი თვისება. მათ დღევანდელ ცხოვრებაზე მორგებული ცოდნა უნდა მიიღონ. ჩემი რჩევა იქნება, ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდი ყურადღება დაუთმონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, მათ სკოლიდან, ცოდნასთან ერთად, ისეთი თვისებები უნდა წაიღონ, რაც ცხოვრებისეულად გამოადგებათ.

დავით ხუროშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, უმთავრესია, ბავშვმა გამოიმუშაოს ის უნარ-ჩვევები, რაც შემდგომში, მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგება. სკოლიდანაც სწორედ შესაბამისი ცოდნა უნდა წაიღონ. მოსწავლებმა პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული უნდა ისწავლონ. სკოლა თავისთავად სწავლაა, ცოდნის დაგროვება და უნარების გამომუშავება.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეთა დაბრუნებას სკოლაში განსაკუთრებულად ელოდნენ

მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს დირექტორმა მარეხი ფირცხელანმა და პედაგოგებმა

სკოლის დირექტორმა, ფატიმა თეთრაძემ, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მიმართა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება