სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კალის თემის საჯარო სკოლაში ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს ღონისძიება მიეძღვნა
29-09-2022
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის კალის თემის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ აღნიშნავენ და მრავალფეროვან, საინტერესო თუ შემეცნებით აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად სკოლაში, 27 სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის ხსოვნის დღე აღინიშნა.

ღონისძიება სკოლის დირექტორის, რაული გულბანის უშუალო ინიციატივითა და ქართული ენისა და ლიტერატურის მოყვარულთა კლუბის წევრთა მონაწილეობით ჩატარდა. ნიჭიერი მოსწავლეების ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქეთევან ჩემია გახლავთ.

კლუბის წევრებმა: მართა ხარძიანმა, მერი მარგველანმა, ანა ხარძიანმა, გიორგი მარგველანმა, გიორგი ხარძიანმა, სალომე ხარძიანმა, მარინა მარგველანმა და კლუბის ყველაზე უმცროსმა წევრმა, მეორეკლასელმა გვანცა ხარძიანმა წმინდა ქეთევანის ხატისა და ანთებული სანთლების ფონზე ქეთევან დედოფლის მოწამებრივი ცხოვრების მოკლე ისტორია წაიკითხეს.

„შთამბეჭდავი იყო ათი წლის განმავლობაში შაჰ-აბასის შინაპატიმრობაში მყოფი კახთ დედოფლის ქეთევან დედოფლის განუზომელი ტანჯვა-წამება, რომელიც მისი მცირეწლოვანი შვილიშვილების წამებით მოკვდინებიდან თავად დედოფლის მოწამებრივ აღსასრულამდე გაგრძელდა.

რომ არა დედოფლის თავდადება და სიყვარული მამულისადმი, შაჰ-აბასი საქართველოსაც მაჰმადიანად აქცევდაო, ამტკიცებენ მეისტორიენი: არც გამაჰადიანდა, არც შაჰ-აბასის ჰარემის წევრი გახდა, არც ერთი სურვილი არ აუსრულა უძლეველ შაჰს. გაუძლო წარმოუდგენელ სატანჯველს და დედოფალს, რომელმაც სიკვდილით დასჯის წინ ითხოვა: „დედის ნაშობნი არა ხართ, სამარცხვინო სიშიშვლე ამარიდეთ, სხეული დამიფარეთო!“... არც ეს სათხოვარი შეუსრულეს. უკეთურებმა მკერდი მარწუხებით დააგლიჯეს, მკერდიდან ზურგამდე გავარვარებული შამფურები გაუყარეს, ფრჩხილები დააძვრეს, შემდეგ ლურსმნიან ფიცარზე დააჭედეს და ასევე ლურსმნებიანი ფიცარი დააჭედეს ზედ, გავარვარებული ბარით შუბლი გაუპეს და მოსაკვდინებლად თითქოს ეს საკმარისი არ ყოფილიყო, შვილდის საბელი კისერში წაუჭირეს...

მწუხარებით და სევდით სავსე თვალებით შეჰყურებდნენ მსმენელები კლუბის წევრების ემოციურ გამოსვლებს და ზუსტად ისევე წუხდნენ, როგორც დედოფალი ქეთევანის წამების მოწმეები, რადგან სწორედ მათსავით უძლურები იყვნენ ადამიანური ამ უკეთურების წინააღმდეგ.

დამსწრეებმა სამუდამოდ დაიმახსოვრეს 26 სექტემბერი, როგორც 1624 წლიდან ქეთევანობა - წმინდა ქეთევანის ხსენების დღე.

ბოლოს გვანცა ხარძიანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებზე: „ქეთევან დედოფლის გამძლეობაზე მძვინვარებდა შაჰ-აბასი, ხარობდა - უფალი!“ - ტაში დაუკრეს, ერთმანეთს უსურვეს: წმინდა ქეთევანის მადლი გფარავდეთ!... და ჯვართამაღლებისა და ამავე დროს, აფხაზეთის დაკარგვის ტკივილიანი დღის აღნიშვნამდე დროებით გამოემშვიდობნენ ერთმანეთს. ქეთევანის მადლი გფარავდეთ! ამინ!“, - ვკითხულობთ ქართული ენისა და ლიტერატურის მოყვარულთა კლუბის წევრების წერილში.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლები წერილობით დასვამენ კითხვებს - რომელი ორი საგნის პედაგოგებთან ჩატარდება შეხვედრა

როგორ გამოვთვალოთ სტუდენტისთვის ბინის შეძენის ბიუჯეტი

„ყველასთვის სავალდებულოა - ჩააბაროს გამოცდა და გაიაროს 60-კრედიტიანი პროგრამა“...

ახალი მეთოდური სახელმძღვანელო გამოიცა - მასწავლებლის სახლი დეტალებზე

სკოლებმა 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე, სამინისტროსთან შეთანხმებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით ასწავლონ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით წარმოადგინეს მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრები

პროექტის პრეზენტაციისას მოსწავლეებმა საფუძვლიანად წარმოადგინეს ლეონარდო და ვინჩის ცხოვრება

​ცოდნის შეჯამება კი მხიარული ვიქტორინით გაგრძელდა

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება