სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კალის თემის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღესა და ჯვართამაღლებას ღონისძიება მიუძღვნეს
28-09-2022
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის კალის თემის საჯარო სკოლაში 27 სექტემბერს ორ უმნიშვნელოვანეს თარიღს, სოხუმის დაცემის დღესა და ჯვართამაღლებას ღონისძიება მიუძღვნეს.

ღონისძიება დირექტორის, რაული გულბანის უშუალო ინიციატივით და სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მოყვარულთა კლუბის წევრთა მონაწილეობით გაიმართა. მოსწავლეების პედაგოგი კი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან ჩემია გახლავთ.

„აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი - ძლევა ჯვრითა ბარბაროზთა ზედა ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა და საფართველსა შენსა ქვეშე ჯვრისა შენისა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ:

უფალო, დიდება შენდა!“, - ასე დაიწყო ღონისძიება მეათე კლასის მოსწავლემ სალომე ხარძიანმა; ღონისძიება შემდეგ კლუბის სხვა წევრებმა: მარიამ მარგველანმა, ანა ხარძიანმა, მარიამ ხარძიანმა და მერი მარგველანმა განაგრძეს.

„წმინდა ჯვარი კარგა ხნის დაკარგული იყო. ბარბაროსებმა ის ღრმად მიწაში ჩაფლეს, რათა ქრისტიანებს არ ჩავარდნოდათ ხელთ.

335 წელს რომის იმპერატორს კონსტანტინეს სამჯერ ზედიზედ დაესიზმრა ჯვარი და ჩაესმა ხმა: „ამით ძლევ!“ და ბოლოს იმპერატორმა საკუთარი მხცოვანი დედა ელენა მიავლინა იერუსალიმში, სადაც დიდხანს ძიების შემდეგ მიაკვლიეს „ჯვარს პატიოსანს“ და იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა „აღამაღლა ჯვარი პატიოსანი“ და ყველასთვის ხილული გახადა: „აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა - ჯვრითა ბარბაროზთა ზედა ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა მოანიჭე და საფარველსა შენსა ქვეშე ჯვრისა შენისა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო დიდება შენდა!...“ - ისმოდა მოსწავლეების ხმა...

შემდეგ საქართველოს ეროვნული ჰიმნის ჰანგის ქვეშ მკერდზე ხელდადებული მოსწავლეების წინაშე აფხაზეთის დაცემის ტრაგედიასა და ამის გამო მთელი საქართველოს მოსახლეობის გულისტკივილზე ისაუბრა ქეთევან ჩემიამ, აფხაზეთიდან დევნილმა - კალის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის და რუსულის მასწავლებელმა:

“ - 1993 წლის 27 სექტემბრიდან აფხაზეთი - საქართველოს ძირძველი მიწა დაკარგა სრულიად საქართველომ. იმ დღიდან 350 ათასი მოსახლე დევნილად იქცა. ნაწილმა ჭუბერის უღელტეხილის 200 კილომეტრი გადმოლახა, რათა სიცოცხლე გადაერჩინა. მომხდურმა დახოცა მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი. არ არსებობს ოჯახი, ვისაც აფხაზეთის ტკივილი მეტ-ნაკლებად არ შეხებოდა... და ის არ განელდება, სანამ ჩვენ აფხაზეთს არ დავიბრუნება“ - თქვა ქეთევან ჩემიამ.

ნიშნად სრულიად საქართველოს მოსახლეობის დიდი საწუხარისა - სკოლაში საქართველოს დროშა მთელი დღის განმავლობაში დახრილი ფრიალებდა.

გაუმარჯოს გამრთელებულ ძლიერ თავისუფალ ქრისტიანულ რწმენაში გაძლიერებულ საქართველოს!

ამ სიტყვებით დასრულდა ღონისძიება, რომელსაც სკოლის ყველა მოსწავლე და მასწავლებელი ესწრებოდა“, - ვკითხულობთ სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მოყვარულთა კლუბის წერილში.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საზაფხულო ბაღებში ის ბავშვებიც ივლიან, ვინც წელს სკოლაში შედის - განმარტებები

მასწავლებლების ფინანსური მხარდაჭერა და სასწავლო რესურსები... - კიდევ რას ითვალისწინებს ახალი დოკუმენტი

სკოლის დირექტორების საყურადღებოდ - დარღვევების ოქმებთან დაკავშირებით emis-ის ინსტრუქცია

თუ ეროვნულებზე მათემატიკას ან გეოგრაფიას აბარებთ ეს ინფორმაცია უნდა იცოდეთ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მე-12 კლასელებს ცხორვების ახალი ეტაპის დაწყება მთელმა სკოლამ მიულოცა

ღონისძიებას პედაგოგი ხატია ძაგანია ხელმძღვანელობდა

მოსწავლეებმა დაუვიწყარი დრო გატარეს, მათ სასკოლო ცხოვრებას კი კიდევ ერთი შთამბეწდავი დღე შეემატა

მე-10 კლასის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონისძიება გამართეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება