სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზანის საჯარო სკოლაში, აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სასწავლო პროცესი წუთიერი დუმილით დაიწყო
27-09-2022
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლაში აფხაზეთის დაცემის დღეს აქტივობები მიეძღვნა.

სკოლაში სასწავლო პროცესი წუთიერი დუმილით დაიწყო. კლასის დამრიგებლებმა მოსწავლეებს აფხაზეთის ომის შესახებ ინფორმაცია გააცნეს. ასევე, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავასა და მისი თანამებრძოლების შესახებ ესაუბრნენ.

საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის მოხსენებით ისტორიის მასწავლებელი იათამზე შურღაია გამოვიდა. 

„აფხაზეთი - ჩვენი ტკივილია.
არ ვიქნებით სამართლიანები, თუ დღევანდელ დღეს არ გავიხსენებთ იმ გმირებს, ჟიული შარტავას და მის თანამოინახეებს,  მათ, ვისაც არჩევანი ჰქონდათ ღირსებასა და სამშობლოს შორის. მათ არჩიეს ღირსების დათმობა, რასაც ზვარაკად შეეწირნენ.
განსაკუთრებით ამაყები ვართ, რადგან ჩვენი კუთხის შვილმა საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა საკუთარი სახელი და გვარი.

1992-1993 წლების ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებს, რუსულ სამხედრო შენაერთებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა. სეპარატისტთა მხარეს ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი), დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში.

კონფლიქტის მოგვარების ხელისშემშლელი ფაქტორები იყო სამოქალაქო ომი ე. წ. „ზვიადისტებთან“ (ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებთან), რომელიც მიახლოებით იმავე პერიოდში განვითარდა დასავლეთ საქართველოში - სამეგრელოსა და აფხაზეთში და ქართულ-ოსური კონფლიქტი.
კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი და ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე კაცი გაძევებულ იქნა 300 ათასზე მეტი ადამიანი. აქედან, 50-60 ათასი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი.

პოსტსაბჭოური საქართველოსთვის კონფლიქტის შედეგები ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ქვეყანამ მიიღო უდიდესი მსხვერპლი, უმძიმესი ფინანსური და ფსიქოლოგიური ზიანი. ომმა და ომის შემდგომმა უწესრიგო შეტაკებებმა აფხაზეთის ტერიტორია მთლიანად გააპარტახა. დღესაც აფხაზეთის რეგიონი, რომელიც საქართველოსგან დე ფაქტო დამოუკიდებლობით სარგებლობს, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას.
უფლება არ გვაქვს, მოვალენიცა ვართ ყველამ ერთმანეთს მოვუშუშოთ იარები, ისტორიის გამოცდილებით ვიაროთ წინ, გავისიგრძეგანოთ ნაბიჯი, არ დავივიწყოთ წარსული, ვიარსებოთ აწმყოთი, არ შევუშინდეთ დაბრკოლებებს  და იმედიანად შევხედოთ მომავალს!
სამშობლოსადმი ზვარაკად შეწირულებს მარადი და ნათელი სანთელი!

„მე არ დამკარგავს სამშობლო, სულ ვეხსომები - ლევანი,

სანამდის საქართველოში იწურებოდეს მტევანი!“...

„თუ გაუჭირდა სამშობლოს,  კვლავ ცეცხლით დავიდაგებით

ჩვენ გამოვამტვრევთ საფლავებს, ხმლით ქართლის მთებზე დავდგებით!“,- ვკითხულობთ სკოლის წერილში.

იხილეთ პრეზენტაცია ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება