სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

16 შეცდომა 14-ის ნაცვლად - აბტურიენტების მთავარი „შეცოდება“ რედაქტირებაში 
08-07-2022
-
+


დღეს აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდას აბარებენ და ელიან, ქართულის საგამოცდო ტესტები როდის გამოქვეყნდება. ირკვევა, რომ სანამ დამატებითი სესია არ ჩატარდება, ტესტები არ გამოქვეყნდება. მანამდე კი აპლიკანტებს შორის უკმაყოფილების ხარისხი იმატებს და განსაკუთრებით ეს ეხება რედაქტირებას. უმრავლესობა 14 შეცდომას ელოდა, თუმცა აღმოჩნდა რომ ტექსტში მათ 16 უნდა ეპოვათ. ჯგუფებში უკმაყოფილო აბიტურიენტების სტატუსები ვრცელდება და ერთ-ერთ მათგანს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემი აზრით, წელს აბიტურიენტები ძალიან დაგვაბნიეს. პირველ რიგში, ეს ეხება რედაქტირებას - ამდენი წელია ყველა ვარიანტში 14 შეცდომაა და წელს რატომღაც 16 მოუნდათ. განსაკუთრებით ალბათ პირველი ვარიანტისთვის იქნებოდა დამაბნეველი, რადგან არ იცოდნენ, რომ, შესაძლოა, 16 შეცდომა ყოფილიყო;

მეორეც, ყველა ვარიანტს ერთნაირი სირთულის რედაქტირება რატომ არ ჰქონდა? მეორე ვარიანტის რედაქტირება რომ დადეს, არ ვიცი, ვინ მოახერხა, მაგრამ ფოტო გადაუღეს! 16-ვე შეცდომა ვიპოვე და ცოტა დავმშვიდდი, მაგრამ ჩემმა მე-5 ვარიანტმა დიდად იმედები ვერ გამიმართლა. იმის გამო, რომ არ ვიცოდი, რამდენი შეცდომა უნდა მეპოვა, ხან ელექტროტრავმაის მივადექი, ხან მე-20 საუკუნის დალეულს თუ მილეულს... თან, როგორც ვიცი, მეოთხე ვარიანტი საერთოდ კატასტროფა იყო და დავიჯერო, ასეთი რთულია ერთნაირი სირთულის ტესტის შედგენა?

ახლა თემებზე გადავიდეთ... მოდი, ვაღიარებ რომ წოწონავას თემები მერჩივნა... გასაგებია, რომ კარგი სამსჯელო თემები იყო, მაგრამ, აბა, ის მკითხეთ, იმ კონკრეტულ მონაკვეთში, რამდენად ჩანდა ის პრობლემა?!

ან რა საჭირო იყო მე-2 ვარიანტელების ასე დაბნევა და „შეცოდების“ დაწერა, როცა შეეძლოთ უბრალოდ დაეწერათ „შეცდომა“?! მეორეც, მგონი, ყველა აბიტურიენტი ჩივის თემისთვის გამოყოფილ ადგილზე და მათ შორის მეც ვარ. სამწუხაროდ, დღევანდელობა 4 ხაზზე ძლივს „ჩავაკვეხე“, როცა 5 ქულა იწერება დღევანდელობაში ალბათ, ადგილის უქონლობის გამო, 2 ქულას დამიწერენ.

შემოსახაზებს რაც შეეხება, რანაირად შეიძლება ოთხივე პასუხი ასე ჰგავდეს ერთმანეთს?  თუ მარტო მე ვფიქრობ ასე? თქვენი არ ვიცი, მაგრამ, მე უკმაყოფილო ვარ ქართულის გამოცდით და შეეძლოთ ცოტა მეტად ორგანიზებულად შეედგინათ ეს ტესტები და ჩვენზე არ დაეტესტათ ყველაფერი. თითქოს პირველი ვარიანტი მეტად ჭკვიანურად შეადგინეს და დანარჩენები მიაფუჩეჩეს -ასეთი შეგრძნება მაქვს; მასწავლებელთან თუ 52 ქულაზე ვწერდი, აქ 45-ს ავიღებ, მაგრამ რას ვიზამთ, უბრალოდ, უსამართლობა იყო წელს ბევრი რამ“.

იხილეთ: ქართულის საგამოცდო დავალების ფოტო გავრცელდა - საქმეზე მოკვლევა დაიწყო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება