TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სამმხრივ პროექტში ჩართული 100 დირექტორი და პედაგოგები გადაამზადეს
07-07-2022
-
+


ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა დასკვნითი კონფერენცია სამმხრივი პროექტის - „გაეროს ბავშვთა ფონდის, ესტონეთისა და საქართველოს თანამშრომლობა ზოგადი განათლების სფეროში, საქართველოს ბავშვების უკეთესი სასწავლო შედეგებისთვის“ (2021-2022).

კონფერენციის მონაწილეებმა წარადგინეს ესტონური გამოცდილების საფუძველზე მიღებული შედეგების ამსახველი და დაგეგმილი აქტივობების მიმართულებით მომზადებული პრეზენტაციები.

აღნიშნული პროექტის მიზანია ესტონური გამოცდილების გაზიარებით, საქართველოს ბავშვების ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესება, საქართველოს მასწავლებლების შესაძლებლობების გაზრდა თანამედროვე, მოსწავლეზე ორიენტირებული, მათ შორის, სწავლა-სწავლების მეთოდის გამოყენებით. პროექტის ფარგლებში გადამზადდა პროექტში ჩართული 100 სკოლის დირექტორი და დაწყებითი კლასების პედაგოგები სხვადასხვა რეგიონიდან: თბილისი, გურია, აფხაზეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, რაჭა-ლეჩხუმი, კახეთი.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ღია სემინარები ბავშვზე ორიენტირებულ სწავლებასა და ესტონეთში მასწავლებელთა პოლიტიკაზე. ესტონელმა ექსპერტებმა, მასწავლებლებმა და დირექტორებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება.

პროექტის ფარგლებში განხორციელთა ტრენერთა ტრენინგი, ე.წ. TOT. ესტონელი და ქართველი ექსპერტების ჩართულობით მომზადდა მოდულები, გადამზადდნენ დირექტორები (5 დირექტორი) და მასწავლებლები (10 მასწავლებელი), რომლებმაც, თავის მხრივ, გავლილი მასალისა და თემატიკის მიხედვით გადაამზადეს პროექტში ჩართული 100 სკოლის დირექტორი და დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები.

ტრენინგები მოიცავდა შემდეგ თემატიკას: მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, საკლასო მენეჯმენტი, განმავითარებელი შეფასება, ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები და სასწავლო რესურსები.

პროექტის ერთ-ერთი აქტივობის ფარგლებში ჩატარდა ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში მასწავლებლების მხარდაჭერის საჭიროებების კვლევა. კვლევა განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების - ნათია ანდღულაძისა და თამარ ბრეგვაძის მიერ. კვლევის შედეგების გათვალისწინებით და დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით, შემუშავდა ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშემწყობი ინტერვენციები. აღნიშნული მოდელის წარდგენის მიზნით მოეწყო ონლაინ სემინარი, რომელსაც ესწრებოდნენ საუნივერსიტეტო სექტორის, პროფესიული ასოციაციებისა და განათლების სფეროს განვითარებაში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში მოეწყო სასწავლო ვიზიტი ესტონეთის ქ. ტალინში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ პროექტში ჩართული სკოლების დირექტორები და დაწყებითი კლასის მასწავლებლები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება