სიახლეები
სკოლები

„მომავალში ყველა პედაგოგის ღვაწლსა და მონდომებას უფრო დავაფასებ“ - ქვედა სიმონეთის N1 სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლების როლი მოირგეს
13-06-2022
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ცდილობს მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება; იმავდროულად კი თითოეული ბავშვი აქტიურად იყოს ჩართული სასკოლო ცხოვრებაში.

ახლახან ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებმა დაუვიწყარი დღე და შთაბეჭდილებები აჩუქეს, როდესაც ბავშვებმა პედაგოგების როლი მოირგეს.

„დღეს სკოლა ბავშვებს დავუთმეთ. სკოლის ადმინისტრაციისა და თვითმმართველობის თავჯდომარის ერთობლივი შეთანხმებით, თვითმმართველობის წევრები, თანამასწავლებლის როლში მოგვევლინენ. საგნის პედაგოგები კი ამ გადაწყვეტილებას დიდი სიხარულით შეხვდნენ, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

„თანამასწავლებლებმა“ კი მოგვიანებით საკუთარი მოსაზრება გაგვიზიარეს:

ნია ნიკოლაძე, ინგლისური ენის „თანამასწავლებელი“: „ნათია მასწავლებელთან ერთად თანამასწავლებლობა ძალიან კარგი იყო. ვიყავი რამოდენიმე კლასში, სადაც ვიმუშავეთ ერთობლივად. ბავშვების დამოკიდებულებაც ჩემს მიმართ ძალიან მომეწონა და ასევე ძალიან მომეწონა, რომ გამოვცადე ის, რასაც სამომავლოდ ვაპირებ (მასწავლებლობა). მადლობას ვუხდი სკოლის ადმინისტრაციას, რომელმაც ამის შესაძლებლობა მომცა“.

ნინო მაჩიტიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის „თანამასწავლებელი“: „ჩემს დამრიგებელთან ერთდ მუშაობა საპასუხისმგებლოა. მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. ძალიან განსხვავდება, მოსწავლეობა და მასწავლებლის „როლი“. დაძაბულობაც მქონდა რაღაც მომენტებში, მაგრამ მოსწავლეების წყალობით სულ გადამავიწყდა. VI კლასიდან კმაყოფილი გამოვედი. ამ აქტივობით ნათლად დავინახე, მართლა რამხელა ძალისხმევაა საჭირო, რათა იყო პედაგოგი. მომავალში ყველა პედაგოგის ღვაწლსა და მონდომებას უფრო დავაფასებ! მე ნამდვილად ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის“!

სერგო რობაქიძე, სპორტის „თანამასწავლებელი“: „კარგი იყო. ვღელავდი, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან მაგარი იყო. ბექა და დალი მასწავლებელთან ერთად მუშაობა კი უფრო მაგარი იყო“.

გიორგი კლდიაშვილი, სამოქალაქო განათლებისა და „ჩვენი საქართველოს“ საგნების „თანამასწავლებელი“: ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მასწავლებლის როლში ვიქნებოდი. ძალიან ვინერვიულე, მაგრამ სოფო მასწავლებელთან ერთად ყველაფერი გამიადვილდა. ბავშვებო, მადლობა, რომ ამიყოლიეთ და მადლობა ნათია მასწავლებელს!''

ალექსანდრე ქარქაშაძე, მათმატიკის საგნის „თანამასწავლებელი“: „გამიკვირდა შემოთავაზება, მაგრამ სიამოვნებით დავთანხმდი ამ გამოწვევას. ნელი მასწავლებლი მაქსიმალურად მეხმარებოდა ამ „როლის“ შესრულებაში. მგონი, გავართვი თავი! მადლობა“!

ჯემო მაჩიტიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის „თანამასწავლებელი“: „მე და ზანი მასწავლებელმა დღეს გაკვეთილები ჩავატარეთ. ეს ის არ არის, რაც ყოველდღე ხდება. რა თქმა უნდა, მე არასდროს დამავიწყდება, მაგრამ ჩემზე მეტად იმ მოსწავლეებს არ დაავიწყდებათ, ვისაც მართლა მასწავლებელი ვეგონე. ალბათ არ ვიქნები მასწავლებელი, მაგრამ ამ პროფესიას ყოველთვის დავაფასებ. მადლობა“!

თაზო ჯიხვაშვილი, რუსულისა და ბიოლოგიის საგნების „თანამასწავლებელი“: „რა გითხრათ... ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამას გავაკეთებდი. გაკვეთილის ჩატარება არასდროს მიფიქრია. პირველი იყო, მაგრამ გავართვი თავი. მადლობა ლია და ეკა მასწავლებლებს! მადლობა ბავშვებს! მადლობა სკოლის ხელმძღვანელს“!

მარიამ ხუჯაძე, დაწყებითების „თანამასწავლებელი“: „მე ვფიქრობ, გავხდე მასწავლებელი, ამიტომაც გამიხარდა ეს შემოთავაზება. ლელა მასწავლებელთან ერთად მუშაობა ჩემთვის დიდი სტიმულია. მადლობა“!

თაკო გეწაძე. დაწყებითების „თანამასწავლებელი“: „ხათუნა მასწავლებლის თანაშემწედ ყოფნა ძალიან სასიამოვნო იყო და კიდევ უფრო სასიამოვნო იყო მესამე კლასელების ოვაციები -  „მაას.. მასს“. გაოცებული დავრჩი მათი თბილი დამოკიდებულებითა და მათი ცოდნით. მიხარია, რომ სკოლაში გვყავს მასწავლებლები, რომლებიც ყველა სიტუაციაში გაგვიგებენ, დაგვეხმარებიან და გვასწავლიან უანგაროდ. ვფიქრობ, დიდი გამოცდილება შევიძინე ჩემი სამომავლო პროფესიისთვის და კიდევ ერთი საფეხური მივამატე ჩემს გეგმას. მადლობა ამისთვის სკოლის დირექციასა და მასწავლებლებს -  ასეთი სიხარულით რომ გაგვიღეს თავიანთი კლასის კარი“.

თამუნა რობაქიძე, მუსიკის „თანამასწავლებელი“: „იზო მასწავლებლთან ერთად ვიყავი. ძალიან მომეწონა. მადლობა“!

ქრისტინე სამანიშვილი, ისტორიის „თანამასწავლებელი“: „დღევანდელი დღის შემდეგ შთაბეჭდილებებით, აღტაცებით აღვივსე. მოულოდნელად მასწავლებლად ვიქეცი და მინდა ვთქვა, რომ არ არის მარტივი პროფესია. გიწევს, მოუსმინო ყველა ბავშვს, ცდილობ, არ იყოს მათთვის გაკვეთილი მოსაწყენი, თუმცა ეს ყველაფერი სასიამოვნოცაა. ადრე მინდოდა, ვყოფილიყავი მასწავლებელი, დღეს კი სურვილი ამიხდა. ახლა ვხვდები, რაოდენ დაღლილები მიდიან მასწავლებლები ოჯახებში და რამხელა შრომასა და ენერგიას დებენ თითოეულ მოსწავლეში. მადლობა მასწავლებლებს, რომლებიც დაუზარებლად ზრუნავენ ჩვენი, ბავშვების განათლებაზე“.

კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

სკოლებში შემოწმებები ბრუნდება (?) - ვის ეხება ინიციატივა

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სკოლებმა 200 ახალი ვაკანსია ხუთ დღეში გამოაცხადეს - რომელ სპეციალისტებზეა მოთხოვნა

„ვფიქრობ, განსაკუთრებით დროული იქნება ამ ინფორმაციის მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის მიწოდება“

საშემოდგომო არდადეგები სკოლებში - ქვეყნების ჩამონათვალი და საინტერესო პრაქტიკა 

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

მოსწავლეებმა შეისწავლეს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა - „მიწის ყივილი“ და უყურეს გუგული მგელაძის ფილმს - „ფესვები“

მე-8 კლასის მოსწავლეებმა შეძლეს ქორონიკონის მიხედვით წლების მოქცევებში გადაყვანა
„გმადლობთ, ამ დაუვიწყარი დღისათვის და შთაგონებისთვის!“
 
საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება