| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ცაგერის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსში სკოლიდან VIII-IX კლასის მოსწავლეები - ნიკოლოზ მუშკუდიანი, ზაქრო ჭაბუკიანი, სალომე ჯიაძე და საბა ხეცურიანი ჩაერთნენ.
მოსწავლეები „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ.
სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და ადმინისტრაცია მოსწავლეებს წარმატებას უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
9 ივნისს კონკურსის პირველი ეტაპი ცაგერელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტუალური კონკურსი ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურისა და ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შერჩეული მოსწავლეები, ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ცაგერის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის ეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 10 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში იმართება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
კონფერენციაში სკოლიდან სამი მოსწავლე მონაწილეობდა
პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა