სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ უფრო მეტად დაუახლოვდნენ შვილებს“- ტარიელ ქათამაძე, ჩაქვის N1 საჯარო სკოლის დირექტორი
08-06-2022
-
+


რას ნიშნავს მისთვის სკოლა? რა სჭირდება განათლების სისტემას? და მისი აზრით, რით იყო 2021-2022 სასწავლო წელი გამორჩეული - etaloni.ge-ს ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ტარიელ ქათამაძემ უპასუხა.

- სკოლა ჩემთვის არის. . .

- ცოდნის ტაძარი, სადაც ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე, ჩემს ბავშვებთან ერთად ვიზრდები, ვსწავლობ და ვიძენ საუკეთესო უმცროს მეგობრებს...

- მოტივაცია მემატება, როცა. . .

- შრომა ბევრ რამეს ნიშნავს მით უმეტეს ბავშვებთან, წახალისება კი –  ყველაფერს, როცა შენს შრომას გიფასებენ და წახალისებაც გაქვს მოტივაციაც მაღალია. მოტივაცია ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოკვლეული ფაქტორია, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნებისმიერი საქმიანობის შედეგების გაუმჯობესებაში. მრავალი კვლევითაც არის დადასტურებულია, რომ მხოლოდ მაღალი მოტივაციის პირობებშია შესაძლებელი ნებისმიერი საქმის წარმატებით მიღწევა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა  შეიძლება იყოს ის, რაც ნებისმიერ ადამიანს  მოტივაციას გაუჩენს.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის. . .

- ცხოვრებაში ნაცნობთან განშორებაა რთული და წარმოიდგინეთ სკოლის მოსწავლეებთან დამშვიდობება მით უმეტეს. ემშვიდობები 12 წლის შემდეგ ახალგაზრდებს, რომლებმაც მთელი ბავშვობა შენთან გაატარეს, ისეთი სევდიანია, რომ უდავოდ მასწავლებლებში ცრემლებს იწვევს.

- განათლების სისტემას სჭირდება. . .

- სისტემა მუდამ რეფორმებშია, რაც ძალიან ამუხრუჭებს წარმატების მიღწევას, შეუძლებელია სკოლა ყოველწლიურად ახალ ახალ წესებს ღებულობდეს დასამკვიდრებლად.
სკოლას მეტი თავისუფლება სჭირდება, სკოლის ავტონომიურობა უნდა გაძლიერდეს არა მხოლოდ ფურცელზე, არამედ რეალურად.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . .

- მიმდინარე სასწავლო წელი ნამდვილად გამორჩეული იყო ჩვენი სკოლისთვის, წელს მეორედ გახდა ჩვენი სკოლის მოსწავლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ ტიტულის მფლობელი, პირველად 2019 წელს იყო. მიმდინარე წლის 6 ივნისს კი შევიტყეთ, რომ ჩვენი სკოლის ეკო კლუბი „არტემისი“  საქართველოს 700 სკოლიდან ხუთეულში მოხვდა ნიკო კეცხოველის 2021/2022 სასწავლო წლის სასკოლო პრემიაში.
ამავე სასწავლო წელს ვუშვებთ 14 მედალოსან კურსდამთავრებულს.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ. . .

- უფრო მეტად დაუხლოვდნენ მათ შვილებს, მეტი დრო დაუთმონ, არ ჩაკეტონ შვილები, დღეს შვილებს ყველაზე მეტად მშობლების ყურადღება აკლიათ.

- სასწავლო წლის დასასრულს. . .

- ვმუშაობთ სკოლის ავტორიზაციის საპილოტე რეჟიმში, ვაჯამებთ მიმდინარე სასწავლო წლის შედეგებს, ვემზადებით 20 ივნისის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევნებისთვის, ასევე სკოლის მასწავლებლები ვემზადებით კარიერული ზრდის ამაღლებისთვის წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის გამოცდებისთვის.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება