სიახლეები
სკოლები

„ხავსიანი გზა“ - დისველის საჯარო სკოლის პედაგოგ ნინო დოხტურიშვილის მორიგი საინტერესო ნოველა
31-05-2022
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი ემოციურ ნოველას - „ხავსიანი გზა“ გვთავაზობს.

ნოველის მთავარი პერსონაჟი გამომძიებელი ლაშა რამიშვილი გახლავთ, რომელიც გაუჩინარებულ გოგონას ეძებს. პედაგოგ ნინო დოხტურიშვილს გამოძიების პროცეს მთელი სიმძაფრით აქვს გადმოცემული და ფინალით მკითხველს აოცებს.

„ხავსიანი გზა“

„- უკაცრავად ბატონო, ამ მისამართის სწორ ადგილმდებარეობას ხომ ვერ მიმასწავლით?!

- რა საკვირველია, ბრძანეთ.

უცნობმა უბის ჯიბიდან გაცრეცილი ფურცელი ამოიღო და ხმამაღლა წაიკითხა.

- თაბუკაშვილის 7 ნომერი, დარასელიების ოჯახი.

- დიახ, რა თქმა უნდა, ალბათ ნანუკას ეძებთ?! ეგ არის მაგ ხალხში ყველაზე „დალაგებული“, ქალმა ეს  სიტყვები მწარედ წარმოსთქვა და განაგრძო - მეოთხე სადარბაზოში, მეორე სართულზე აბრძანდით.

ახალგზარდა კაცს არ მოეწონა ქალის გამომეტყველება, ალბათ მართლაც მოსაბეზრებელი ოჯახია, ადგილობრივი მოსახლეობა ასე ნეგატიურად რომ არის განწყობილი, უფრო კონკრეტულად კი მეზობლები, გაიფიქრა და გეზი მითითებული მისამართისკენ აიღო

გამომძიებელს ხის კარი გაღებული დახვდა, ერთი კი დაიძახა მასპინძელოვო, მაგრამ პასუხის მაგივრად რაღაც არაბუნებრივი ხმები შემოესმა. მთელი სახლი ალკოჰოლის სუნით იყო გაჟღენთილი, პირზე ხელსახოც მიფარებული გაემართა სულიერის მოსაძებნად! ოთახში ერთ გაუბედურებულ რკინის საწოლზე ცოლ-ქმარი იყვნენ წამოყვინთული, ორივე სასმლის სუნად ყარდნენ და გათიშულებს ეძინათ. ახალგაზრდა კაცმა დააპირა მათ გამოფხიზლება, თუმცა უშედეგოდ, თანაც გარემო აფერხებდა მოვლენებს, იქ გაჩერება შეუძლებელი იყო. მამაკაცი გამოემართა უკან კარისაკენ და წასვლა რომ დააპირა სწორედ მაშინ მეზობელს შეავლო თვალი, ასაკიანი მამაკაცი იდგა და ინტერესით აკვირდებოდა უცნობს, ვერ მიმხვდარიყო მისი იქ ყოფნის მიზეზს!

- თქვენ ვინ ბრძანდებით ბატონო?

- გამომძიებელი გახლავართ.

- კი მაგრამ, ხომ მშვიდობაა?!

- განყოფილებაში შემოვიდა განცხადება მათი ქალიშვილის, უკვალოდ გაუჩინარების შესახებ, დაკითხვის მთავარი ადრესატებად მისი მშობლები მოიაზრება, რომლებიც ახლა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებიან.

- როგორ?! ერთადერთი ნათელი წერტილი ამ გაუბედურებულ დირეში მხოლოდ ანუკი იყო, როგორ შეიძლებოდა მისი ასე უკვალოდ გაუჩინარება?

- შემობრძანდით გავისაუბროთ, ეგ ბავშვი ჩვენი გაზრდილია, ამ ხალხის რომელსაც ხედავთ გარშემო ,ყველას გვიყვარს და ვაფასებთ, მაგისნაირი ჭკვიანი და განათლებული მეორე არ მეგულება. შემობრძანდით.

თანამშრომელს უარი არ უთქვამს, კეთილმოსურნე მეზობლისთვის. სახლში შესულს ესიამოვნა კომფორტული გარემო და საამო ოჯახური სურნელი.  

- დაბრძანდით ბატონო ყავას მოგართმევთ.

- უკაცრავად, არ მაქვს მაგდენი დრო, თუ შეიძლება რომ სულ რამოდენიმე წუთით გაგესაუბროთ.

- დიახ, გისმენთ.

- დაახლოებით სამი დღეა გოგონა არსად არ იძებნება, თანაკურსელებისა და მეგობრების განცხადების მიხედვით. ვერ პოულობენ იმ ადგილებშიც, სადაც ხშირად დადიოდა. ამასვე გვიდასტურებს მისი ლექტორი. ადამიანი რომელსაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ზემოთ აღნიშნულ პირთან; პირველ რიგში გვეგონა რომ ეს ახლგაზრდა ქალბატონი ობოლი იყო, მაგრამ როგორც მერე გაირკვა მშობლები ჰყოლია, თუმცა მისი ოჯახიდან არანაირი განცხადება არ დაფიქსირებულა ჩვენდა გასაკვირად. მოვედით, რომ გავარკვიო რატომ აქვთ გულცივი დამოკიდებულება, იქნებ სწორედ აქ იმალება გაუჩინარების მიზეზი!

შუახნის მამაკაცმა ირონიულად ჩაიცინა და დამცინავი მზერა მიმართა კარის მიმართულებით, რომელიც  სავარაუდოდ სწორედ იმ უპასუხისმგებლო სასმლით გაბრუებულ დედ-მამას ეხებოდა.

- ეს გოგონა ერთადერთ ნათელი წერტილი იყო ამ სოროში. დღეები ისე გადიოდა, რომ საკვებსაც კი ვერ იღებდა სიდუხჭირის გამო, მაგრამ განათლების მიღების სურვილი მაინც არასდროს დაუკარგავს. მთელ სამეზობლოში ნიჭიერებით და ზრდილობით გამოირჩეოდა, ან რატომ ვსაუბრობ წარსულში ვერ ვხდები ის ყოველთვის იქნება ჩვენი მარგალიტი!

- ოჯახში მეტი  შვილი აღარ ჰყავთ?

- მე როგორც ვიცი გოგონას ძმა ჰყავდა. მის დედას მეორე ქმრისგან შეეძინა, თუმცა გაურკვეველ მდგომარეობაში დაიღუპა, როგორც მერე გაირკვა ქალბატონი ისე იყო ნასვამი რომ ჩვილს გადააწვა სხეულით და ბავშვი გაგუდა... თუმცა, დღემდე ირწმუნება რომ ბავშვს თანდაყოლილი გულის მანკი ჰქონდა, რასაც ვერ გაუძლო და გარდაიცვალა..

- ესე იგი ამ ოჯახს საინტერესო ბიოგრაფია ჰქონია ??

- დიახ ასეა, ამ გოგონამ როგორ დააღწია ამ ოჯახს თავი ჩვენ თვითონაც გვიკვირს, ალბათ მობეზრდა ალკოჰოლის სუნით გაჟღენთილი ცხოვრება.

- დიდი მადლობა ბატონო, გმადლობთ თანამშრომლობისთვის!

- რას ბრძანებთ, თუ კი რამით შემიძლია დახმარება თქვენს გვერდით მიგულეთ.

გამომძიებელი გზად მიმავალი ფიქრობდა უგზოუკვლოდ გაუჩინარებულ გოგონას შესახებ, რომლის ბედიც მშობლებზე მეტად მეზობლებს, მეგობრებს და უცნობ ადამიანებს ადარდებდა. ვერ გაეგო, სად შეიძლებოდა წასულიყო, აბსოლუტურად უვნებელი გამოუცდელი ადამიანი. დღეს იქნებ მეგობარიც დავკითხოთ, გაუელვა აზრმა თავში და ჩანაფიქრის რეალიზებას შეუდგა.

- უკაცრავად შეიძლება შემოვიდე?

- გოგონას ნახევრად თავი შეყოფილი ჰქონდა კაბინეტში ამიტომ მისთვის უარის თქმას აზრი არ ჰქონდა, თანაც ეს ხომ სწორედ ის ახლგაზრდა გახლდათ, რომელიც  გულწრფელად ნერვიულობდა დაკარგულ მეგობარზე.

- შემობრძანდით, დაბრძანდით. - გამომძიებელმა მაგიდასთან მდგარ სკამზე მიუთითა და თვითონაც მოკალათდა თავის სავარძელში.

- პირველ რიგში გაგეცნობით, გამომძიებელი ლაშა რამიშვილი. თქვენ გამოგიძახეთ არსებული განაცხადების საფუძველზე, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდა გოგონას გაუჩინარებას.

- დიახ, გისმენთ. ძალიან ვნერვიულობთ და განვიცდით. იქნებ შეძლოთ და დაგვეხმაროთ. ადამიანი ნემსი ხომ არ არის რომ თივის ზვინში დაიკარგოს. 

- თქვენ რა ურთერთობა გქონდათ ახალგაზრდა ქალბატონთან?

- ის ჩემი მეგობარი იყო...

- რამდენი ხანია, რაც მეგობრობთ?

- დაახლოებით ერთი წელია. ჩვენ ერთ კურსზე ვსწავლობთ ორივე მომავალი იურისტები ვართ. თუმცა... ახალგაზრდა ქალმა თავი სინანულით ჩაქინდრა და მძიმედ ამოისუნთქა...

- მაპატიეთ მაგრამ, აქ გლოვისთვის არ დამიბარებიხართ. გრძნობებს ნუ აჰყვებით, ჯერ ხომ არაფერი ვიცით გადაწყვეტით, იქნებ უბრალოდ რამოდენიმე დღე განმარტოვება განიზრახა და მალე დაბრუნებას ფიქრობს, ამიტომ ეცადეთ არ გადაიწუროთ იმედი...

- დიახ, მისგან არც გამიკვირდება.

- ბატონო ?

- მარტოობა და წარმოსახვითი სამყარო მისი სტილი იყო.. მხოლოდ ის უქმნიდა იდეალურ კომფორტს.

- როდისმე ოჯახიდან გაუფრთხილებლად წასულა?

- არა , ასეთ გაურკვეველი ვითარება შეგნებულად არასოდეს შეუქმნია, ზოგადად ძალიან შრომისმოყვარე, პუნქტუალური და პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანი იყო. თუმცა, ძალიან ნაღვლიანი დეპრესიული და პესიმისტური განწყობით გამოირჩეოდა. აქ კიდევ ერთხელ გააქნია თავი სინანულით და ორაზროვანი ნათქვამი უფრო ბუნდოვანი გახადა.

- გისმენთ. განაგრძეთ.

- თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე, სულ ცდილობდა კარჩაკეტილი ცხოვრებით ესაზრდოვა, თავისი იდუმალი, ჩუმი, მდუმარე ხასიათით, მხოლოდ ერთეულებს თუ უწევდა მეგობრობას. იყო პერიოდი, რომ იმ რჩეულებსაც კანტიკუნტად მოიკითხავდა და შემდეგ ისევ თავის მდუმარებას დაუბრუნდებოდა... მისი ხასიათი შევისწავლეთ და პრობლემაც აღარ გვქონდა, ვიცოდით, როდის როგორ მოვპყრობოდით... გარდა ამ უცნაურობისა გოგონა გამოირჩეოდა უაღრესი კეთილშობილებით, დახმარება რომ გეთხოვა ყველაფრის  ფასად გაგიწევდა შუამდგომლობას.

- რა გაძლევთ იმის საფუძველს, რომ მასზე წარსულ დროში ისაუბროთ?

- უკაცრავად, ღმერთმა ქნას ყველაფერი კარგად დასრულდეს. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია და მის გარეშე ერთი დღეც კი ვერ წარმომიდგენია.

- ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით, მჭიდრო მეგობრობა გვაკავშირებს, ამიტომ ვღელავ ვღელავ და ვერ მიპოვია პასუხი იმაზე თუ სად წავიდა, ამდენი ხნით, რატომ დაემალა იმ ადამიანებს, რომელთაც ძალიან უყვარს და პატივს სცემენ.

- იშვიათად გვეპატიჟებოდა სახლში, როგორც მერე გავარკვიეთ  გარკვეული მიზეზების გამო იკავებდა თავს და ეს ალბათ ერთგვარი სირცხვილიც იყო. ერიდებოდა მუდამ ნასვამი მშობლების გამოჩენის, ისინი ხომ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც არ ერიდებოდნენ, სწორედ ამიტომ თვითონაც ხშირად სახლის მიღმა რჩებოდა.. ღამეებს სკვერში ან მეგობრებთან ათევდა.

მე ყველაზე ახლო მეგობარი გახლდით. ეს მთელმა უნივერსიტეტმა იცოდა, ამიტომ სიამის ტყუპებსაც კი გვეძახდნენ. ბოლოს პარასკევს საღამოს ვნახე. დიდი ენთუზიაზმით მესაუბრა სამომავლო გეგმებზე, იმაზე რომ სწავლის გაგრძელება უცხოეთში სურდა, ათას კონკურსში იღებდა მონაწილეობას, მოსწონდა ის ფაქტი, რომ ყოვლად დამოუკიდებლად აღწევდა დასახულ მიზანს... სულ რამოდენიმე წუთი ვისაუბრეთ, მე მეჩქარებოდა სახლში თვითონ კი გახევებული იდგა ერთ ადგილას, რომ ვკითხე ამ სიცივეში რას აკეთებ გარეთ-თქო... მითხრა - „ნასვამები არიან ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან და მე გარეთ გამოვვარდი აღარ მინდა მათი ყურებაო“.

- თქვენ როგორ აღმოჩნდით მის გვერდით?

- დამირეკა, გამოდი ცოტა ხნით; ქაშვეთის ეკლესია მოვილოცოთ, ცოტა ხნით გავისეირნოთ და მერე დავიშალოთო​. ნუნუკა სასწაულად ღვთის მოშიში იყო, ისე არ ჩაივლიდა მარხვა, რომ არ დაეცვა ყოველი წესის დაცვით, ყოველთვის გულდასმით ამბობდა უფლის გარეშე მე მოვკვდებოდი ჩემი ოჯახის გადამკიდეო. ცოტა ხნით ვისაუბრეთ და შემდეგ სახლში წამოვედი, ის კი ეკლესიის ეზოში შეყოვნდა. ჩემთან სტუმრობა არ ისურვა! ჯიუტად მარწმუნებდა, რომ სამეცადინო ბევრი ჰქონდა და მასთან ჩემთან სტუმრობას ვერ მოახერხებდა. სახლში დაბრუნებულმა დაახლოებით ნახევარ საათში მოვიკითხე ტელეფონი გათიშული ჰქონდა, ვიფიქრე რომ მეტროთი მგზავრობდა და ცოტა ხანი დრო მივეცი, შემდეგ ისევ ვცადე, თუმცა უშედეგოდ, მეორე დღესაც რომ არ მიპასუხა სახლში მივაკითხე; მშობლებს სასმლით გაბრუებულეს  გაგუდულებს ეძინათ, პირველად რომ დამინახეს ნუნუკა ვეგონე, ამიტომ მივხვდი რომ მათთან საუბარს აზრი არ ჰქონდა...

- გამორჩეულია ადგილები თუ გქონდათ??

- ძირითადად ეკლესიების მოლოცვა გვიყვარდა და ამიტომ დავდიოდით, ტურისტებივით ვათვალიერებდით ჩვენთვის უცნობ ადგილებს და ამით უდიდეს სიამოვნებას ვიღებდით. კონკრეტულად მიჯაჭვული სიყვარული არაფრის მიმართ არ ჰქონია. 

- კარგით, გასაგებია, დღეს თავისუფალი ხართ თუ რამე გაგახსენდებათ დამეკონტაქტეთ.

გამომძიებელმა სავიზიტო ბარათი გადასცა მოსულს და კარებისკენ გააცილა, შემდეგ კი ისევ დაფიქრებული იერით ჩამოჯდა; სწორედ იმ სკამზე, სადაც ახლგაზრდა ქალი იჯდა, და უფრო მეტი სიფრთხილით დაუწყო ჩვენებების თანმიმდევრულ დალაგების გააზრებას.

დილით ადრე გამთენიისას დაადგა თავს გამომძიებელი გაუჩინარებულის ოჯახს ალბათ იმ მედით, რომ დალევას ვერ  მოასწრებდნენ. კარებზე დაკაკუნება სცადა, თუმცა უშედეგოდ კარი ღია დახვდა სახლში მასპინძელოს ძახილით გადასცდა ზღურბლს.

- ვინ ხარ ? რა გინდა?- სააბაზანოდან  დასიებული პირისახის ქალი გამოვიდა. გამომძიებელმა იცნო  მასპინძელი და თავაზიანად გამოელაპარაკა.

- ქალბატონო, მე გამომძიებელი გახლავართ ლაშა რამიშვილი??

- მერე აქ რა დაგრჩენია რას იძიებ?

- რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს თქვენი ქალიშვილის გაუჩინარებას....

- ოოოხ, სად წაშავდა ქალბატონი?

- სწორედ ეგ გვაინტერესებს ჩვენც და მაგის საკითხავად გეახლეთ, უკვე მეორედ.

- არ ვიცი და არც მაინტერესებს.

- რატომ?

- რათ მინდა ეგეთი შვილი?! არც სასმელი მოაქვს ჩემთვის და არც საჭმელი, მარტო ამ უბადრუკ სწავლაზეა გადაყოლილი, ჭირსაც წაუღია!

- თქვენ მეუღლე სად იმყოფება? მასაც მინდა გავესაუბრო.

- არ ვიცი, მე მგონი „პადვალში“ ჩავიდა. ყოველ წამს იქ დარბის, ასე მეუბნება შენთან წოლას „პადვალში“ გრილად ძილი მირჩევნიაო.

- კი, მაგრამ ?

- რაო, გაგიკვირდა გამომძიებელო?

- ასე მიდის ხოლმე და იქ გდია ნაგავი, როდესაც მობეზრდება ცოლი, არადა სანამ ცხოვრება არ ამირია და სასმელს არ მიმაჯაჭვა იქამდე არ მოისვენა; ხოდა ახლა აღარ ვჭირდები. იცი გამომძიებელო?! მე მგონი ჩემი გოგო უფრო მოსწონს! თვალები სასმლისგან უფრო დაუწვრილდა და ეშმაკურად მიმართა გამომძიებლისკენ. მერე ირონიული სახით განაგრძო - მე იქ არ ჩავალ და შენ თუ გინდა ჩააკითხე უნამუსოს, იქნებ ამობრძანდეს ზევით და სასმელი მომიტანოს ცუდად ვარ... მიდი, მიდი ჩააკითხე.

გამომძიებელი ცოტა გაკვირვებით, მაგრამ დიდი ინტერესით გაეშურა სახლის სარდაფისკენ. მალევე მიაგნო ალკოჰოლის სუნით გაჟღენთილ ნესტიან კარს და დაკაკუნების გარეშე შეაღო.

- ვინ არის? - გაკვირვებულმა ხმამ ნაბიჯი შეუმოკლა სტუმარს.

- მე თქვენ ქალიშვილს ვეძებ. ის სახლიდან წავიდა და უკან არ დაბრუნებულა, ხომ არ იცით სად შეიძლება იყოს?!

- სანამ მე ცოცხალი ვარ, ვერც ეღირსება დღის სინათლეს ან სადაური ჩემი ქალიშვილია ეგ ?!

მაგიდაზე მოულოდნელად ანთებულმა აბაჟურმა, ერთიანად გაანათა ოთახი, სადაც დახეულ სამოსში  გამოწყობილი სუნით გაჟღენთილი მაწანწალა გამოჩნდა, ხოლო მის უკან ხელ-ფეხ შეკრული ახალგაზრდა ქალი დალანდა; საცოდავი ცრემლიანი თვალებით ითხოვდა შველას.

გამომძიებელმა იარაღი იშიშვლა და იქვე მდგარ მამინაცვალს დამორჩილებისკენ მოუწოდა.

- მოსცილდით გოგონას და მიწაზე დაწექით ახლავე.

- მე ციხეში წავიდე და ამან ცაზე ვარსკვლავები თვალოს, არასოდეს! ეს ისევე ჩაძაღლდება, როგორც ჩემი საცოდავი შვილი, რატომ უნდა იყოს ცოცხალი და ის მკვდარი, რაც ამის მამინაცვალი ვარ ვერაფრით მიმიღო, არ უნდა მაღიაროს, თითქოს ჩემზე რამით არის მეტი. ახლა დავაკლავ ღორივით და მშვიდად ვიქნები, რომ არც ის ეღირსება ამქვეყნიურ ბედნიერებას.

- რამ გაგაბოროტათ ასე?

- ის პატარა ბავშვი დედის ალკკოჰოლიზმს შეეწირა, გოგონა რა შუაშია?

- მთელი მისი ოჯახი მძულს! ჩემი მონა უნდა ყოფილიყო მაგრამ „ქალბატონობა“ მომინდომა. ვერასოდეს ვერ შევეგუები იმ აზრს, რომ ეს ცოცხლებში იწერებოდეს და ჩემს შვილს ცივი მიწა ეყაროს გულზე. ჯერ მამამისმა გამიშრო სისხლი, თავისი „კარგი კაცობით“ ამიტომაც გავისტუმრე საიქიოს! ახლა ამის „კარგ ქალობას“ მოეღება ბოლო! სწორედ ამ დროს მოქნეულმა დანის ანარეკლმა თვალი მოსჭრა გამომძიებელს და  ზედიზედ ორი საკონტროლო გასროლა განახორციელა მისი მიმართულებით, რომელმაც ერთდროულად გაანადგურა ადამიანში დაბუდებული სიბოროტე.

გოგონა იჯდა სკამზე და შეშინებული უყურებდა გარდაცვლილ მამინაცვალის გამხეცებულ მზერას! გამომძიებელმა ხელები და სახე გაუნთავისუფლა ტყვეს. სწორედ მაშინ ამოიდგა სული გოგონამ და სიმწრით წარმოსთქვა:

- მთელი ცხოვრება ვიცნობდი ამ ადამიანს. მამას ახლო მეგობარი იყო, ხშირად გვსტუმრობდა და ერთ შეხედვით პატივისცემასაც გამოხატავდა ოჯახის მიმართ. მამას მოულოდნელმა დაღუპვამ კი ბევრი რამ შეცვალა. მაშინ უფრო მეტად დავინახე ამ პირუტყვის ნამდვილი სახე. დედა გადაიბირა და გაალოთა, მე მთელი ცხოვრება ტანჯვა მარგუნა.. ეს კი იმ ბოღმის შედეგი გახლავთ, რასაც ჩვენი ოჯახის მიმართ განიცდიდა წლების განმავლობაში, ვერ იტანდა სიტკბოს და სიყვარულს, რომელსაც ჩემი მშობლების გარემოცვაში ხედავდა. ამ ყველაფრის მიზეზი კი ბავშობიდან იღებდა  სათავეს! პატარა ასაკიდან მამას მეგობრობასა და მტრობას  ერთდროულად უწევდა. სამწუხაროდ ეს თავის დროზე ვერ გავათვითცნობიერეთ, თუმცა ამ შეცდომამ მთელი ცხოვრება ჯოჯოხეთად გვიქცია! დარწმუნებით, მაბრალებდა საკუთარი შვილის დაღუპვას, პატარაობიდან მონად უნდოდა ჩემი გადაქცევა. უამრავ ბინძურ საქმეს მაკეთებინებდა, საჭმელს და სასმელს თვითონ ჭამდა და მე მშიერს მტოვებდა. უამრავი სიმწარე და შეურაცხყოფა გამომატარა; ახლა, აი ამ წუნწუხშიც გამომამწყვდია და რომ არა თქვენ, ალბათ მომკლავდა კიდეც... აქ გატარებული დღეები ტანჯვის და წამების მოგონებად შემორჩება ჩემს მეხსიერებას“, - ნინო დოხტურიშვილი.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
 ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:13 საათზე გადმოვიდა
5-6 მაისს ტრანსპორტის სამუშაო განრიგი იცვლება, ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს - დეტალები
აღდგომის დღესასწაულზე გურიაში ტრადიციული ლელო იმართებოდა. 16 კილოგრამიან ტყავის ბურთს სილითა და ნახერხით ავსებდნენ და ასხამდნენ აგუნას წვენს
ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა? - გურამ დოჩანაშვილის არგუმენტირებული პასუხი კითხვაზე
დიდი მარხვის ბოლო დღე - რა უნდა ვიცოდეთ „დიდი შაბათის“ შესახებ
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა ქაული ენისადმი მიძღვნილი ღონისძება, სახელწოდებით - „სიყვარულის, ლექსების და ღმერთების ენავ“ 
საინტერესო
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
სიახლეები
საზოგადოება