სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ლექციები ჩაუტარდათ
17-05-2022
-
+


6 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს გაეროს ასოციაციის მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ლექციები გაიმართა.

ლექციები შეეხებოდა შემდეგ თემებს: 1. თემის განვითარების ძირითადი ასპექტები: სათემო ინიციატივები, ახალგაზრდების როლი, ეკო და აგროტურიზმი, გარემოს დაცვა 2. მომავალი პროფესია და კარიერის ეფექტური დაგეგმვა;

ლექციებს წაიკითხეს:  ასლან ართმელაძემ - მკვლევარი, ტრენერი, საჯარო მმართველობის მაგისტრი და მურო თაკალანძემ - ტრენერი, სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი.

საქართველოს გაეროს ასოციაციის მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის წარმომადგენელთა მეორე შეხვედრა მოსწავლეებთან 13 მაისს გაიმართა. ლექციები შეეხებოდა შემდეგ საკითხებს: ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის ისტორია საქართველოსა და მსოფლიოში და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელობა პანდემიის პირობებში.

ლექციები წაიკითხეს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ლელა გაფრინდაშვილმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, გაეროს ასოციაციის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამების დირექტორმა, ზურაბ ალხაზიშვილმა.

ლექცია იყო ინტერაქციული და მას საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

ორგანიზაციამ სკოლას შესაბამისი ლიტერატურა გადასცა. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება