| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აქტიურად აღნიშნავენ, ამასთან პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას უდიდეს ყურადღებას უთმობენ. შესაბამისად, მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღი - დედაენის დღე.
14 აპრილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნაზი ბოჭორიშვილმა და მე-6 კლასის მოსწავლეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს. ისაუბრეს დედაენის მნიშვნელობასა და ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზე ასევე დაამზადეს კედლის გაზეთი.
„მხოლოდ დედა ენა არის ენა სულისა და გულისა, ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისა… მხოლოდ დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ”,- იაკობ გოგებაშვილი.
„დედა ენა არის უფლის კურთხევით ჩვენ წინაპართაგან აღშენებული უწმინდესი ტაძარი, რომელსაც სვეტებად უდგანან სამშობლო ქვეყნის მოღვაწენი; დანგრევა მისი ადვილია, ხოლო აღდგენა ფრიად ძნელი.
მხოლოდ იმ ერს აქვს უფლება ისტორიულ ასპარეზზედ ცხოვრებისა და მოქმედებისა, რომელიც მუდამ იცავს თავის ენას, ზნეს და ჩვევას”,- საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კირიონ მეორე.
დედაენის დღეს გილოცავთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნაზი ბოჭორიშვილი და მე-6 კლასის მოსწავლეები“,- ჩვენ კი ასე გვილოცავენ ქართული ენის სიწმინდის მცველი პედაგოგი და მისი მოსწავლეები.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს