| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ!“(ი.აბაშიძე). 14 აპრილი – ჩვენი ეროვნული სიწმინდის – ქართული ენის დღეა, რომლის აღნიშვნასაც საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. რა თქმა უნდა, ეს დღე ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც გოდოგანის საჯარო სკოლაში.
სკოლაში გაიმართა ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი იყო პედაგოგი ხათუნა გიორგაძე, ხოლო მის გაფორმებასა და დეკორაციების შექმნაზე იზრუნა ხელოვნების პედაგოგმა, ნინო გვენეტაძემ.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს დამსწრე საზოგადოებას, რომ ქართული ენა – საქართველოს სახელმწიფო ენაა, რომელსაც უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მსოფლიო ენებს შორის. ნორჩმა აღსაზრდელებმა წარმოთქვეს „დედაენაზე“ სიტყვები, ლექსები, შეასრულეს სიმღერები, ქართული ცეკვები და შეახსენეს ყველას, რომ სამშობლოსა და ენას მოვლა, გაფრთხილება და დაცვა სჭირდება.
ეს დღე პირველკლასელებს კიდევ უფრო გაულამაზეს და მათ სამახსოვრო და შემეცნებითი სახის საჩუქრები გადასცეს სოფლის გამგეობის წარმომადგენლებმა - გურამ ცირეკიძემ და გრიგოლ გიორგაძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის, ლაშა გოგიაშვილის ინიციატივითა და დავალებით.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორს, მონაწილეებს და თერჯოლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გაწეული შრომისა და ყურადღებისთვის.
„იმედი გვაქვს, რომ ეს დღესასწაული პატარების გონებაში დიდხანს დარჩება და არასოდეს წაიშლება მათი მეხსიერებიდან“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს
მოსწავლის ნაშრომი შეირჩა საუკეთესოთა შორის და გამოქვეყნდა ამავე სახელწოდების წიგნში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ