სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოფურჩხეთის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღნიშნეს
18-04-2022
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, ოფურჩხეთის საჯარო სკოლაში, სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 

პედაგოგთა და მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით გაიმართა კვირეული, რომლის ფარგლებშიც სამივე საფეხურზე განხორციელდა სხვადასხვა ღონისძიება.

7 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით ყოველი დღე იყო დატვირთული, კერძოდ, მე-7 და მე-8 კლასებში ჩატარდა ღონისძიება: „ლექსები არის ჩვენი საგზალი“.  ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს თავისი საყვარელი ლექსები.

მე-10 კლასში განხორციელდა პროექტი: „ჩემი ვეფხისტყაოსანი“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა წაიკითხეს ეპიზოდები ვეფხისტყაოსნიდან და შექმნეს კედლის გაზეთი.

ქართული ენის დღის აღსანიშნავად გაიმართა ვეფხისტყაოსნის საჯარო კითხვის დღე, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეები სხვადასხვა კლასებიდან.

მე-6 და მე-7 კლასებს შორის გაიმართა ვიქტორინა თემაზე: „ თუ დაივიწყე ენა ქართული“. მე-9 კლასში ჩატარდა კონფერენცია 14 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შექმნეს კალიგრაფიული ნამუშევრები.

აღნიშნულ კვირეულს ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები: მარინა ბოლქვაძე, მალვინა წიწილაშვილი და თეა ხაცავა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება