სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჯგუფი „გარემოს ქომაგები“ ჩამოყალიბდა
14-04-2022
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სხვადასხვა კონკურსებსა თუ პროექტებში მუდამ აქტიურად ერთვებიან.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გამოაცხადა კონკურსი „მწვანე ჯილდო“, რომლის შედეგადაც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებითი საფეხურის საუკეთესო პედაგოგი გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით მთელი საქართველოს მასშტაბით გამოვლინდება .

„ივანდიდის საჯარო სკოლამ მიიღო ეს გამოწვევა და I-VI კლასის მოსწავლეთა ბაზაზე შეიქმნა ჯგუფი „გარემოს ქომაგები“. ჯგუფი გადის სწავლებას გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით, როგორც ფორმარულ, ისე არაფორმარულ გარემოში (მასწავლებელი ლამზირა ირემაძე). მოსწავლეები ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს და კომპლექსურ დავალებებს ცენტრის მიერ შემოთავაზებული 8 სახელმძღვანელოდან (კერძოდ, „მდგრადი განვითარების კონცეფცია„, „ბიომრავალფეროვნების დაცვა“ და „ნარჩენების მართვა“).

„გარემოს ქომაგებმა“ განახორციელეს პროექტი - „ნარჩენების მართვა“, რომლის მიზანი იყო:

მოსწავლეები გაეცნონ:

  • ნარჩენების მიერ გამოწვეულ პრობლემებს;
  • ნარჩენების ეფექტიანი მართვის მნიშვნელობას;      
  • ნარჩენების მართვის საკითხს როგორც გლობალურ გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემას მსოფლიოში;
  • ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ სარგებელს.
პროექტის სწავლის შედეგები - მოსწავლეებს ეცოდინებათ:

  • რა არის ნარჩენები;
  • რა სახის ნარჩენებს ვხვდებით;
  • ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები;
  • როგორ შევამციროთ და ხელახლა გამოვიყენოთ ნარჩენები;
  • რა არის კომპოსტირება.
შეძლებენ:

  • ნარჩენების შემცირების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებას;
  • ნარჩენებისგან ახალი ნივთების დამზადებას;
  • ნარჩენების მართვის აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას:
  • სასწავლო პროცედურები (ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად შესასრულებელი ამოცანები):
I კვირა

  • ზოგადი შეკითხვის დასმა;
  • ვიცი - მინდა ვიცოდე - ვისწავლე.
  • პროექტის გაცნობა და გეგმის შემუშავება;
  • გამოკითხვის ჩატარება სხვა კლასებში - რა იციან სხვებმა ნარჩენების (მართვის) შესახებ?
II კვირა

  • გამოკითხვის შედეგების გაცნობა;
  • თემატური გაკვეთილი 1 (წიგნი „ნარჩენების მართვა“);
  • თემატური გაკვეთილი 2 (წიგნი „ნარჩენების მართვა“).
III კვირა

  • საინფორმაციო ბროშურაზე მუშაობა;
  • „მწვანე ყუთების“ დამზადება („მაკულატურა“);
  • აქცია „შევაგროვოთ მაკულატურა და გადავარჩინოთ თუნდაც ერთი ხე მოჭრას“;
  • აქცია „გავამწვანოთ სკოლის ეზო“.
IV კვირა

  • ნარჩენი ქაღალდისაგან, პოლიეთილენის პარკისაგან და პლასტმასის ბოთლისაგან ორიგამების დამზადება;
  • ორიგამების გამოფენა-გაყიდვა.
V კვირა

  • კომპოსტერის დამზადება;
  • დასუფთავების აქცია.
VI კვირა

მაკულატურის შეგროვება - ჩაბარება პუნქტში.

VII კვირა

პროექტის შეჯამება-პრეზენტაცია“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება