| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ერტისის საჯარო სკოლაში პროექტი „ნაშთი წარსულის დიდებისა, შველას ითხოვს“ მიმდინარეობს.
პროექტის მიზანი სოფელში არსებული კულტურული ძეგლების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
მოსწავლეებმა აქტივობების ნაწილი უკვე განახორციელეს, კერძოდ, მშობლები წინასწარ შემუშავებული კითხვარის საშუალებით გამოკითხეს და სოფლის წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების შესახებ მოკვლევა დაიწყეს. ყურადღება გაამახვილეს მარიამობაზე, გიორგობაზე, ლახტზე, ლაზარეზე, ბერიკაობაზე, ყეენობასა და ნარგიზობაზე. შეასრულეს კომპლექსური დავალებებიც.
პროექტის ფარგლებში, თემში არსებული კულტურული ძეგლების დასუფთავება, ვიდეო რგოლის შექმნა, კონფერენციისა და ლიტერატურულ-შემოქმედებითი ღონისძიების მოწყობა იგეგმება.
„2020-2021 სასწავლო წლიდან ჩვენი სკოლა ჩართულია „ახალი სკოლის მოდელში“, რომლის ფარგლებშიც გარდა კომპლექსური დავალებებისა, ვმუშაობთ სასკოლო პროექტებზეც. 2021 -2022 სასწავლო წელს არჩეული გვაქვს პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით. მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია ჩვენს სოფელში არსებულ ისტორიულ ძეგლებზე. გაეცნონ მათ ისტორიას და გაიაზრონ რამდენად მნიშვნელოვანია კულტურის ძეგლების შენარჩუნება თანამედროვე მსოფლიოში და ამ პროცესში, რამდენად მნიშვნელოვანია არსებული კულტურული ძეგლების დაცვა და მოვლა-პატრონობა. პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნით მოსწავლეები უკეთ შეისწავლიან სოფლის წარსულს. აუმაღლდებათ პატრიოტული გრძნობა“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა