სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ისაუბრეს და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს
28-02-2022
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღე გაიხსენეს. 

სკოლაში ამ მოვნელასთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრეს და მაშინ განვითარებული მოვლენები მიმოიხილეს. 

აღსანიშნავია ის, რომ სკოლაში უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს.
 
სამოქალაქო განათლების და ისტორიის პედაგოგმა ლამზირა ოსეფაშვილი მეათე კლასის მოსწავლეებს რუსული ოკუპაციისა და აგრესიის შესახებ ესაუბრა. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება უკრაინაში მიმდინარე ომზე გაამახვილა. 

„საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენის მომენტში, საერთაშორისო ვითარება უკიდურესად რთული და დაძაბული იყო. მსოფლიო ომის შემდეგ მეომარი სახელმწიფოების მომავალი ბედი ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი. ამავდროულად, საქართველოს ჩრდილოეთით მძვინვარებდა სამოქალაქო ომი, რომლის შედეგებს საქართველოსთვის არსებითი მნიშვენელობა  ენიჭებოდა. საქართველოში შემოსვლამდე წითელმა არმიამ დაიპყრო სომხეთი და აზერბაიჯანი.

ცხარე ბრძოლები გაიმართა ტაბახმელასთან, თბილისის მისადგომებთან.
1921 წლის 20-21 თებერვალს, ღამით  მტერმა ორჯერ  მიიტანა იერიში კოჯორთან. სახალხო გვარდიის ნაწილებმა მცხეთის  მიმართულებით უკან დაიხიეს.
1921 წლის 25 თებერვალს თბილისში მე-11 წითელი არმიის ნაწილები შევიდნენ.
”თოვდა   და  თბილისს   ებურა  თალხი
დუმდა  სიონი  და  დუმდა  ხალხი.”

25 თებერვლის ღამეს თბილისი ქართული ნაწილებისგან დაიცალა. თბილისში უკვე XI არმიის მოწინავე ნაწილები  გამოჩნდენენ. 1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ  დღის ბოლოს ბათუმი დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა. რუსეთ-საქართველოს ომი 1921 წლის თებერვალ-მარტში დასრულდა საქართველოს  დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემითა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დამყარებით.

დღეს კიდევ უკრაინა...“,- წერს მასწავლებელი ლამზირა ოსეფაშვილი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ვინ რამდენ წელს ისწავლის უმაღლესში - უნივერსიტეტებს უფლებამოსილება განესაზღვრა

მისაღები გამოცდების პირველადი შედეგები ცნობილია - NAEC ინფორმაციას მოსწავლეებისთვის ავრცელებს

კიდევ ერთი საგნის გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა

პიროვნება

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
სასკოლო გაზეთზე მუშაობა მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, განივითარონ კვლევითი, ანალიტიკური და ჟურნალისტური უნარები
სკოლის ადმინისტრაცია მართა ფხაკაძეს მიღწეულ გამარჯვებას ულოცავს და უსურვებს კიდევ მრავალ წარმატებას
 
საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება