TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N71 სკოლის პედაგოგებმა დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის ნეგატიური ზეგავლენის შესახებ ტრენინგები გაიარეს
15-12-2021
-
+


თბილისის N71 საჯარო სკოლა მორიგ მნიშვნელოვან პროექტში ჩაერთო. სკოლის პედაგოგებმა პროექტში - „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა - კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“ მიიღეს მონაწილეობა. 

სკოლის პედაგოგებმა პროექტის ფარგლებში ტრენინგები გაიარეს და დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის ნეგატიური ზეგავლენისა და მათგან თავის დაცვის მექანიზმების შესახებ ცოდნა მიიღეს. 

კომუნიკაციების კომისია, ევროკავშირის მხარდაჭერით დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით ახორციელებს პროექტს - „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა - კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“.

პროექტის განხორციელებაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

პროექტი მოიცავს ტრენინგებს, რომლის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 500-მდე, საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებმა მიიღეს ცოდნა დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის ნეგატიური ზეგავლენისა და მათგან თავის დაცვის მექანიზმების შესახებ.

მასწავლებლებმა შეისწავლეს ის პრაქტიკული მეთოდები, თუ როგორ უნდა ამოიცნონ დეზინფორმაცია მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების გამოყენებით. ამასთან, სასწავლო სემინარებმა პედაგოგებს მისცა შესაძლებლობა, მიეღოთ ამომწურავი და გააზრებული ინფორმაცია ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის შესახებ. ტრენინგების შედეგად, მათ განივითარეს კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარები, რაც ციფრულ ეპოქაში, თითოეულ მოქალაქეს და განსაკუთრებით მასწავლებლებს ყოველდღიურ საქმიანობაში გამოადგებათ. პროექტის ფარგლებში, სერტიფიცირებული მასწავლებლები მიღებულ გამოცდილებას პრაქტიკაში გამოიყენებენ და ცოდნას მოსწავლეებს გადასცემენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება