სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„ვცდილობთ, გავუმკლავდეთ დიდ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო აღმოვჩნდით“ - ნონა გორგოძე, ზესტაფონის N1 სკოლის დირექტორი
12-11-2021
-
+


როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსურ დავალებებთან და სწავლების ამ ფორმატთან დაკავშირებით, როგორია ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნონა გორგოძე საუბრობს.

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი ? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული) ? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ? 

- ვცდილობთ, გავუმკლავდეთ იმ დიდ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამწვავების გამო აღმოვჩნდით. ვიყენებთ 21-ე საუკუნის ტექნოლოგიურ მიღწევებსა და რესურსს იმისთვის, რომ თითოეული მოსწავლისათვის განათლება ხელმისწვდომი იყოს. საბედნიეროდ, მიმდინარე სასწავლო წელს ქალაქ ზესტაფონის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა დაინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მაგრამ ხშირია  მოსწავლეებში კოვიდინფექციის გამოვლენა, რის გამოც სასწავლო პროცესი ჰიბრიდულად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დისტანციურად სწავლობს ორი  კლასი. მშობლებს აქვთ შესაძლებლობა აირჩიონ დასწრებითი ან დისტანციური სწავლების ფორმა. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ჩვენი სკოლის  მხოლოდ 17 მოსწავლე დარეგისტრირდა, რაც თავლნათლივ წარმოაჩენს მშობელთა და მოსწავლეთა განწყობასა და სურვილს. 

- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი ? მასწავლებლებს ? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ?

- განათლების რეფორმის ახალი  მოდელი ჩვენს სკოლაში 2019 წლიდან ინერგება, პედაგოგები  სიახლეს ინტერესით შეხვდნენ და თანდათან პრაქტიკაშიც გადმოიტანეს.  „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა არის ცოცხალი პროცესი და  ცხადია, გარკვეული კითხვები ჩნდება, სწორედ ამ კითხვების დასმა , მათზე ფიქრი და მსჯელობა ქმნის გუნდს, რომელშიც შედიან დარგის ექსპერტები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები. გუნდური მუშაობა,  ყველა რგოლის ჩართულობა და ინფორმირებულობა ქმნის ჯანსაღ დამოკიდებულებებს.

- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული?

- არაფორმალური განათლება არის  მოსწავლეებში ახალი ცოდნის,  პასუხისმგებლობების, დამოუკიდებლობის და სხვა უმნიშვნელოვანესი უნარების განვითარების გზა. მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, ვცდილობთ, ამ მხრივაც ჰქონდეთ მოსწავლეებს გამოცდილების მიღების საშუალება. დღეს სკოლაში მიმდინარეობს მუშაობა  კულტურული მრავალფეროვნების შესახებ მასშტაბურ პროექტზე, რომლის სახელია „კულტურათა დიალოგი ჩვენს ქალაქში“.  ასევე სკოლის ბაზაზე ფუნქციონირება დაიწყო მკითხველთა კლუბმა. ჩვენი მოსწავლეები ერთვებიან კონკურსებსა და ოლიმპიადებში. მათი ინტერესი და სურვილი  გვაძლევს სტიმულს,  კიდევ არაერთი პროექტი და ღონისძიება დავგეგმოთ, მით უმეტეს, დღეს ეს ონლაინსივრცეშიც შესაძლებელია.

- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე.  რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე?

- ქვეყნის ბედი დამოკიდებულია მომავალი თაობის სიჯანსაღეზე, მათ ცოდნასა და უნარებზე, რასაც უფროსმა თაობამ და განსაკუთრებით აღმზრდელ-მასწავლებლებმა უნდა შევუწყოთ ხელი, შესაბამისად, ჩვენთვის მოსწავლის ინტერესები არის უმთავრესი. 

- როგორია თქვენს სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ?

- ჩვენი  სასკოლო საზოგადოების 78%  სრულად ვაქცინირებულია, რაც აისახება მშობელთა დამოკიდებულებაზე აცრის მიმართ და ვფიქრობთ, მეტად გააქტიურდებიან ამ თვალსაზრისით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება