| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სამეურვეო საბჭო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანოა, რომელიც სკოლაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს წყვეტს, როგორიცაა მასწავლებელის გათავისუფლება, დირექტორისთვის თანამდებობის ჩამორთმევა, სკოლის ბიუჯეტის განკარგვა და ა.შ.
ერთი შეხედვით ამ „ყოვლისშემძლე“ ორგანოს თითქოს არაფერი უნდა ემუქრებოდეს, რადგან სამეურვეო საბჭოს გარეშე სკოლაში, ფაქტობრივად, არაფერი ხდება, თუმცა კანონით განსაზღვრულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლება აქვს, გაფრთხილების გარეშეც კი დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა.
სანამ მიზეზზე ვისაუბრებდეთ, შეგახსენებთ, რომ სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსს ატარებს, შესაბამისად, უწყება საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს დირექტორობის კანდიდატს ან კანდიდატებს ასარჩევად წარუდგენს. იმ შემთხვევაში კი, თუ სკოლა ახლადდაფუძნებულია ან რეორგანიზებულია, სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამეურვეო საბჭოს პირველი არჩევნების ჩატარებაში ეხმარება და დირექტორის არჩევამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამეურვეო საბჭო ირჩევს დირექტორს და ასევე აქვს სკოლის ხელმძღვანელის გათავისუფლების უფლებაც. ამ ყველაფრიდან გამომდინარე საინტერესოა, რა შეიძლება გახდეს სამეურვეო საბჭოს წევრების დათხოვნის მიზეზი?
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლება აქვს გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო, თუ იგი უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს, რაც დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილებით.
იხილეთ ასევე: სკოლის ბიუჯეტის გაკონტროლება, პედაგოგის გათავისუფლება, დირექტორის მოხსნა... - კიდევ, რისი უფლება აქვს სამეურვეო საბჭოს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა
რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ