სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

სკოლის ბიუჯეტის გაკონტროლება, პედაგოგის გათავისუფლება, დირექტორის მოხსნა... - კიდევ, რისი უფლება აქვს სამეურვეო საბჭოს
24-05-2021
-
+


სამეურვეო საბჭო სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანოა. მის უფლებამოსილებაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება, როგორიცაა სკოლის ბიუჯეტის გაკონტროლება, პედაგოგის გათავისუფლება და დირექტორის მოხსნაც კი.

სკოლის დირექტორების უმრავლესობა ხშირად ცდილობს, სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ნდობის მოპოვებას, მით უმეტეს მაშინ თუ დირექტორს ამავე თანამდებობაზე მეორედ არჩევის შანსი აქვს. როგორც იცით, დირექტორობის მსურველს გამოცდა ჩაბარებულიც რომ ჰქონდეს თანამდებობას სამეურვეო საბჭოს გარეშე ვერ დაიკავებს. ზუსტად ამიტომაა მნიშვნელოვანია საბჭოს შემადგენლობის ნდობის მოპოვება.

ვინ შედის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში?

სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში აუცილებელია არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენელი. მშობელთა და მასწავლებელთა რაოდენობა თანაბარი უნდა იყოს. ასევე საბჭოს შემადგენლობაში უნდა შედიოდეს საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენელი და სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრი. მშობლებისგან არჩეული წევრები თანაბრად უნდა წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ თითოეულ საფეხურს - დაწყებითს, საბაზოსა და საშუალოს.

სამეურვეო საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:

  • დირექტორის არჩევა
  • სკოლის ბიუჯეტის დამტკიცება
  • საბჭოს წევრები ასევე ამტკიცებენ დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფენ მის საჯაროობას.

სამეურვეო საბჭო:

  • ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, სკოლიდან გადაყვანის პირობებს
  • გამოხატავს თანხმობას პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმის, სასწავლო მასალის, მათ შორის, გრიფმინიჭებული, პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხის, თაობაზე;
  • აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;
  • უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს;
  • ინახავს და აღრიცხავს სამეურვეო საბჭოში მშობელთა და პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელთა არჩევნების ბიულეტენებსა და ოქმებს;
  • სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
  • უფლებამოსილია მოსთხოვოს სკოლის დირექტორს, ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
  • დისციპლინური გადაცდომების განხილვის მიზნით, სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში შედის თანაბარი რაოდენობის მასწავლებელი,მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია წესდებით გათვალისწინებული წესით დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრები თავად განიხილოს ან შექმნას სააპელაციო კომიტეტი. სააპელაციო კომიტეტი, სამეურვეო საბჭო განიხილავს აგრეთვე საჩივრებს, რომლებიც ეხება დირექტორის მიერ დისციპლინურ გადაცდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.

მნიშვნელოვანია, რომ ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება აირჩიონ ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადა კი 3 წელია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება