სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ მოამზადებენ მასწავლებლებს- განათლების სამინისტრომ ახალი დოკუმენტი გამოაქვეყნა
21-10-2021
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საშუალო საფეხურის პოლიტიკის ხედვის დოკუმენტი შეიმუშავა, რომლიც წარმოადგენს, კონცეპტუალურ ხედვას საშუალო საფეხურის ახალ მოდელთან დაკავშირებით. დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა პედაგოგების მომზადებას და აღნიშნულია, რომ მათი გადამზადების გარეშე შეუძლებელია ახალი მოდელის დანერგვა. თუმცა ხაზგასმულია, რომ სამინისტრომ თავი უნდა აარიდოს სავალდებულო ტრენინგების პრაქტიკის გაგრძელებას. 

აღნიშნული სასწავლო წლიდან კი უნდა ჩატარდეს კვლევები რომლებიც გამოაჩენს მასწავლებელთა საჭიროებებს.

„2022-2026 წლები, როგორც ახალ მოდელზე გადასვლის ეტაპი, მაქსიმალურად უნდა იქნას საამისოდ გამოყენებული. თუმცა, მნიშვნელოვანია სამინისტრომ თავი აარიდოს სავალდებულო ტრენინგების პრაქტიკას. ამ მიზნით, გარდამავალ პერიოდში სკოლებს უნდა მიეცეთ ამოცანად, თავად დაგეგმონ საშუალო საფეხურის ავტორიზაციისთვის სამზადისი. ამ სამზადისის ნაწილი უნდა იყოს მასწავლებლების მომზადება სავალდებულო და არჩევითი კურსებისთვის.

სამინისტროსა და მისი სსიპების მოვალეობაა, სკოლებს შესთავაზოს მათ საჭიროებებზე ორიენტირებული ტრენინგები, სემინარები, ვებინარები და დახმარება ქოუჩინგის რეჟიმში.

ტრენინგები - მიუხედავად იმისა, რომ ეფექტური ტრენინგები მხოლოდ მასწავლებელთა საჭიროებების კვლევის საფუძველზე შეიძლება დაიგეგმოს, საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში იკვეთება სფეროები, რომელთა მიმართაც ინტერესები მასწავლებლებს აუცილებლად ექნებათ:

ა) ფაქტობრივი ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული კურსები სავალდებულო თემების მიხედვით;

ბ) ინტეგრირებულ საგნებში გადამზადების მიზნით შემუშავებული სასერტიფიკატო მოდულები, რომელიც განთავსდება ციფრულ (მაგ. ედექსის ტიპის) პლატფორმებზე;

გ) ტრენინგები ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემებზე.

სემინარები - 2021-2022 სასწავლო წელს ინტენსიური კვლევები უნდა ჩატარდეს საშუალო საფეხურის დანერგვასთან მიმართებით მასწავლებლების საჭიროებებზე. მიღებული შედეგების საფუძველზე უნდა დაიგეგმოს სპეციალური სემინარები.

ვებინარები - დანერგვის სამზადისის პროცესში რეგულარულად უნდა იმართებოდეს ვებინარები, რომელიც სასკოლო საზოგადოების ინფორმირებას მოემსახურება საკვანძო საკითხებთან მიმართებით“.

ქოუჩინგი - ყველაზე დიდი მნიშვნელობა დანერგვის პროცესში უნდა მიენიჭოს ქოუჩინგს, რომლის ფარგლებშიც ქოუჩები და მასწავლებლები საერთო პრობლემების გადაჭრაზე ერთობლივად იმუშავებენ.

ქოუჩინგის პრაქტიკა საქართველოს განათლების სისტემაში უკვე არსებობს და აქტიურად გამოიყენება დაწყებით და საბაზო საფეხურებზე ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში. კერძოდ, ამ მიმართულებით მუშაობს 24 მხარდამჭერი ჯგუფი, რომელიც ყველა სავალდებულო საგნის ექსპერტით არის დაკომპლექტებული. თუმცა, საშუალო საფეხურზე საჭირო იქნება ყველა სავალდებულო მიმართულებით ქოუჩ-ექსპერტთა რაოდენობის გაზრდა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება