სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ზარი 3 მოსწავლისთვის აწკრიალდა“- ველევის საჯარო სკოლის დირექტორი ემოციურ წერილს ავრცელებს
05-10-2021
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს განსაკუთრებულად დახვდნენ.

სკოლის დირექტორი ეკატერინე ჭიჭინაძე სასკოლო საზოგადოებას ულოცავს სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელებას და ემოციურ წერილს ავრცელებს:

„მადლობა იმედის ნაპერწკალის გაჩენისათვის! ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში მიმდინარე სასწავლო წელს 3 მოსწავლისათვის აწკრიალდა სკოლის ზარი. მასწავლებლებსაც მოენატრა ცოცხალი ურთიერთობა მოსწავლეებთან და ბავშვებსაც მობეზრდათ ვირტუალურ სამყაროში გამოკეტვა, ყველამ გაიხარა სკოლაში დაბრუნებით! თურმე სიხარული კიდევ წინ გველოდა: საკლასო ოთახებში სწავლის განახლება მოგვილოცა თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით გოგსაძემ და ბავშვებს, წარმოშობით ველევიდან, ბიზნესმენ გოჩა მაცაბერიძის მიერ გამოგზავნილი სასწავლო ნივთებით სავსე სასკოლო ჩანთები გადასცა, რითაც ბავშვების გულიც გაახარა, მშობლებისაც და მასწავლებლებისაც. სკოლის პედაგოგიური კოლექტივის, მოსწავლეთა მშობლებისა და თემის მოსახლეობის სახელით მადლობას ვუხდი ბატონ გოჩას ამ მძიმე სიტუაციაში მორალური თანადგომისათვის, პატარების გახარებისა და ნიჰილიზმით შეპყრობილთათვის იმედის სხივის შემოტანისათვის. უფალმა დალოცოს გაცემის ნიჭით დაჯილდოებული. ღმერთმა ბევრი მისცეს სასიკეთო საქმის კეთების სურვილთან ერთად. ბატონი გოჩასა და მისთანების თანდგომით, იქნებ, შესაძლებელი გახდეს მინავლებული სოფლის აღორძინება და, იქნებ, კვლავ აივსოს ბავშვების ჟრიამულით სკოლა და სოფლის ორღობეები. იქნებ!მადლობა იმედის ნაპერწკლის გაჩენისათვის“, - წერია დირექტორის, ეკატერინე ჭიჭინაძის წერილში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება