სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დაირეკა პირველი ზარი“- სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი საკლასო ოთახებში სწავლის მნიშვნელობასა და სკოლის წარმატებებზე წერს
05-10-2021
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებასთან დაკავშირებით თავის ემოციურ ჩანაწერს აქვეყნებას. 

ჩანაწერი, რომელსაც „პირველი ზარი“ ჰქვია სწავლის განახლებას, სასწავლო პროცესის მიმდინარეობასა და სკოლის მიერ მიღწეულ შედეგებს ეხება. 

„სწავლა - ადამიანის მიზანდასახული ქცევის ფორმაა, რომლის მიზანია გარკვეული ცოდნა-ჩვევების, ქცევის ფორმებისა და მოქმედების სახეების დაუფლება. სწავლა მთლიან პიროვნული შეგნებული ქცევაა.
დიმიტრი უზნაძის მიხედვით, სწავლა გარდამავალია თამაშსა და შრომას შორის. იგი მოსწავლის ძალების, ჭკუა-გონების განვითარებას ემსახურება.
სწავლის ეფექტურობა და ყოფიერება დამოკიდებულია სასწავლო პროცესის სწორ ორგანიზებაზე, თვით მოსწავლის სასწავლო აქტივობაზე და იმ უკუქვევითი კავშირების განხორციელებაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ სწორი ინფორმაციის მიღებას. მნიშვნელოვანია სკოლაში  უსაფრთხო, ჯანსაღი  გარემოს შექმნა. მოსწავლეს სჭირდება გონიერი, კომპეტენტური, ხალისიანი, თანამედროვე პედაგოგი, რომელიც დროულ, სწორ უკუკავშირს მიაწვდის მას და ხელს შეუწყობს განვითარებაში
4 ოქტომბერს დაირეკა პირველი ზარი. სკოლაში მოვიდნენ  პირველკლასელები, რომლებიც გაოცებულები ათვალიერებდნენ სკოლას, მერხებს. პედაგოგებმა გულთბილად მიიღეს, აჩვენეს საკლასო ოთახი, გაესაუბრნენ.
გადავიდნენ  ბავშვები მე-12 კლასში, რომელთაც ვუსურვებთ სკოლის წარმატებით დამთავრებას, ასევე  კურსდამთავრებულებს რომლებმაც წელს ჩააბარეს გამოცდები და სასურველ ფაკულტეტზე მოხვდნენ.
ჩვენი სკოლის 2-მა პედაგოგმა აიმაღლა  სტატუსი და გახდნენ უფროსები, რამდენიმემ კი საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურა და პროფესიული უნარების გამოცდაც ჩააბარა.
ცხოვრება თითქოს დადუმდა, თეთრი ბინდი  გადაეკრა არე-მარეს. სადღაა მოსწავლეთა ჟივილ-ხივილი, ემოციები, კომუნიკაცია. ყველაფერში დისტანციაა საჭირო. ეფემერული გახდა ყოველივე  არსებული. ფასი ეკარგება სწავლასაც, რადგან დისტანციური სწავლება არ ამართლებს. მიუხედავად ამისა, ცხოვრება მშვენიერია“,- წერს პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი.

მასწავლებელი ასევე გვთავაზობს თავის მიერ დაწერილ ლექსს:

„სიცოცხლე რაღაც სხვა არი

განათებული ლამპარი

ნექტარჩასმული თაფლი თუ?

ფიალა შხამით გამთბარი.

თუ ბობოქარის სადარი

 მჩქეფარე ტალღად მავალიი

სიცოცხლე მაინც ტკბილია

 გამოვიყენოთ რაც არი.“

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება