სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სიყვარულით და სიამაყით გილოცავთ მიღწეულ წარმატებას“ - კერძო სკოლა „ანაბასისის“ ოცივე კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა
21-09-2021
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „„ანაბასისის“ კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის 20 კურსდამთავრებულიდან, ოცივე სტუდენტი გახდა. ზოგიერთმა მათგანმა სახელმწიფო გრანტიც მოიპოვა. 

სკოლა ამაყობს კურსდამთავრებულებით და მომავალ წარმატებას უსურვებს. 

„ანაბასისის 2020-2021 სასწავლო წლის კურდამთამთავრებულთა შედეგები ეროვნულ გამოცდებზე საკმაოდ შთამბეჭდავია და სიამაყით გვავსებს! ეს ჩვენი მოსწავლეების და ჩვენი მასწავლებლების ერთობლივი, თავდაუზოგავი , პასუხისმგებლიანი შრომის შედეგია! ეს ჩვენი მშობლების გვერდით დგომის და ერთობლივი საქმიანობის ნაყოფია! სიყვარულით და სიამაყით გილოცავთ  მიღწეულ წარმატებას და გისურვებთ სკოლაში შეძენილი მკვიდრი ცოდნა გამხდარიყოს ის საძირკველი, რომელზეც მყარად დააშენებთ უმაღლეს სასწავლებლებში მეცნიერების საფუძვლებს , შემდეგ კი  ჩადგებით ჩვენი ქვეყნის სამსახურში საკუთარი საქმის პროფესიონალები და მაღალი სამოქალაქო ცნობიერების ადამიანები!თქვენ, როგორც  გამორჩეულმა თაობამ უკვე დაამტკიცეთ, რომ შეგიძლიათ გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდეთ , წარმატებით წარმოაჩინოთ საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები,  ბოლომდე იბრძოლოთ სასურველი მიზნის მისაღწევად. გვსურს ჩვენს ანაბასისელებთან ერთად  წარმატებები ვუსურვოთ ყველა ახალგაზრდას,  ცხოვრების ულამაზესი, უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო დღეების დასაწყისში! მრავალჯერ გვეამაყოს თქვენი მიღწევებით!“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

წარმატებული კურსდამთავრებულები არიან:

1. ნინი შერგელაშვილი - 100% (თსუ, სამართლის ფაკულტეტი);

2. ლიზი სამხარაძე - 100% (თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი);

3. მარიამ აბესაძე - 100% (კავკასია, პიარტექნოლოგიები);

4. თამუნა ჩინჩალაძე - 100% (,,კავკასია", პიარტექნოლოგიები);      

5. ზაურ მარაქველიძე - 70% (თსუ, საერთაშორისო ეკონომიკა);

6. ქეთი ფანცხავა - 70% (ბთუ, ბიზნესის ადმინისტრირება);

7. მარიამ ჭანტურიძე - 50% (თსუ, სამართალი);

8. ლიზი მახათაძე - 50% (ილია, ფსიქოლოგიის ფაკულტეტი);

9. ანნა ჯაშიაშვილი - 50% (თსუ, ფსიქოლოგიის ფაკულტეტი);

10. მარიამ ძოწენიძე - 50% (კავკასია, ევროპისმცოდნეობა);

11. ქეთევან ღონღაძე (თსუ, ფილოლოგიის ფაკულტეტი,სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა);

12. ოთო ზიბზიბაძე (ტექნიკური უნივერსიტეტი, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა);

13. საბა თავბერიძე (ილია, სამართალმცოდნეობა);

14. ლუკა ლომიძე (სეუ ,სამართალი);

15. ავთო ჯიშკარიანი (ილია, ბიზნესის ადმინისტრირება);

16. საბა კელენჯერიძე (ტექნიკური უნივერსიტეტი, მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია);

17. ლანა ნიქაბაძე (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სტომატოლოგია);

18. ლიკა ჯიქიძე (ილია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები);

19. ნინი ბუბულაშვილი (ილია. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები);

20. მარიამ ჭანტურიძე (სეუ, ფსიქოლოგია).


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრებით ქულა მოემატა 921 ნაშრომს და დააკლდა 7-ს - აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები

როდის გამოქვეყნდება ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია და აბიტურიენტების სია

რომელი ვარიანტები გამოცხადდა რთულად - განათბრებული ქულების ცხრილი ცნობილია

გამოსაცდელს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ისე რამდენიმე დავალება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ინოვაციურ და მომავალზე ორიენტირებულ კლუბს თავად სკოლის დირექტორი - ლიკა სანებლიძე უხელმძღვანელებს
 
როდესაც სკოლის მთავარი ღირებულება მუდმივი განვითარებაა, წარმატება ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება
 
სკოლა „ანაბასისში“ პროფესიონალიზმის მიღმა უდიდესი სიყვარული, ზრუნვა და ადამიანობა დგას
 
სკოლისა და ოჯახის ერთობით იქმნება ჩვენი შვილების საუკეთესო მოგონებები და ნათელი მომავალი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება