სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„ამ სტრესული ვითარების ფონზე მოსწავლეს ბევრი შანსი უნდა მივცეთ“- მანანა ხუციშვილი, შავსაყდრის საჯარო სკოლის დირექტორი
23-04-2021
-
+


თანამედროვე მიდგომები და არსებული რეალობა სკოლებს სხვადასხვა მოთხოვნებს უყენებს. შესაბამისად, თითოეული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ფეხი აუწყოს მათ. სოციალური მუშაკების სკოლებში ინტეგრირება, სამედიცინო კაბინეტების აუცილებლობა და რაც მთავარია, მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში - თითოეული სკოლის ხელმძღვანელის ამოცანაა და ამ საკითხებზე მათი შეხედულებაც საინტერესოა. ამჯერად, Etaloni.ge თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლის დირექტორის მანანა ხუციშვილის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- თქვენი აზრით რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?

- სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება გამოიწვევს მობილიზაციას და მზადყოფნას მუშა პროცესისათვის. დაკვირვების ქვეშ ყოფნა მომგებიანი იქნება, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის.

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?

- სამედიცინო კაბინეტების მოწყობა აუცილებელია. ისინი აქტუალურია არამარტო დღეს, აგრეთვე, სამომავლოდაც, რამეთუ, არ ვიცით, კიდევ რა სიურპრიზებს უნდა ველოდოთ ვირუსებისგან. სათანადო კვალიფიკაციის მქონე ექთნის და ექიმის გვერდით უფრო დაცულნი, უფრო მშვიდნი იქნებიან ჩვენი ბავშვები, რადგან პირველი დახმარების გაწევას მალე შევძლებთ.

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას ? თქვენი აზრით რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში ?

- ეს შეიძლება გაგვეკეთებინა პანდემიამდე. პანდემიამ უამრავი სირთულე და „სიახლე“ მოგვიტანა, ამიტომ ვთვლი, რომ ამ სტრესული  ვითარების ფონზე მოსწავლეს ბევრი შანსი უნდა მივცეთ, რათა ამ ცუდ „სიახლეებს“ ფეხი აუწყოს.

- თქვენი აზრით როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ?

- ჩვეულ რეჟიმში სწავლების დროს, გაცილებით დიდი შრომა მოგვიწევს, რათა ძველი და არასათანადოდ ათვისებული მასალაც გავახსენოთ მოსწავლეებს და ახალიც დაუბრკოლებლად აითვისონ. ამისთვის, კარგი იქნებოდა დამატებითი მეცადინეობები, სადაც არამარტო აკადემიურად ჩამორჩენილი მოსწავლეები მიიღებდნენ მონაწილეობას, აგრეთვე ისინიც, ვინც კარგად გაართვა თავი ონლაინ სწავლებასაც. ეს კი ახალი მოტივაციის წინაპირობა იქნება.

- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც მასწავლებელთა სახლის მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში?

- ისევე, როგორც ცხოვრების ყველა სფერო, მათ შორის განათლების სფეროც მუდმივად პროგრესსა და დინამიკაშია. მე არ ვთვლი, რომ ძველ სქემას ხარვეზები ჰქონდა, თუმცა განახლება და ინოვაციები ყოველთვის სასიამოვნოდ და წამახალისებლად მოქმედებს მუშაობაზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება