სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებისთვის რეგულაციები მკაცრდება - დამრიგებელი ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი ანგარიში
18-04-2021
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მოსწავლეთა სკოლის მიღმა დარჩენის პრევენციის რეგულაციებს, UNICEF-თან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით, აძლიერებს.

მოსწავლეთა სკოლის მიღმა დარჩენის პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესში ჩართულობის მონიტორინგის მექანიზმი ამოქმედდა. სამინისტრომ დააწესა რეგულაციები, რომელიც სკოლებს ავალდებულებს, მოსწავლის სკოლაში ან დისტანციური ფორმით ჩატარებულ გაკვეთილებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, რეაგირება მოახდინოს.

იმისთვის, რომ მოზარდი სკოლის მიღმა არ აღმოჩნდეს, პროცესში მთელი განათლების სისტემა ერთვება.

აღნიშნულ რეგულაციებზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის საერთაშორისო კონსულტანტთან და UNESCO-ს განათლების მკვლევარებთან ერთად იმუშავა. რეგულაციები რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

პირველ ეტაპზე, მოსწავლის სკოლაში/გაკვეთილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ყოველდღიური მონიტორინგის საფუძველზე, არაუგვიანეს მე-10 დღეს, კლასის დამრიგებელი ვალდებულია, სკოლის ადმინისტრაციას წარუდგინოს წერილობითი ანგარიში.

დოკუმენტში გარკვევით იქნება გაწერილი მოსწავლესა და მის კანონიერ წარმომადგენელთან მუშაობის 10-დღიანი ანგარიში (გაცდენის მიზეზის დადგენა, მის სასწავლო პროცესში ჩასართავად გატარებული ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგის აღწერა და სხვ.); ამასთან, მთავრობის დადგენილებით, იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური პრობლემების გამო მოსწავლეს არ აქვს წვდომა „ტელესკოლასა“ და ონლაინსწავლებაზე, მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მასთან კომუნიკაცია ნებისმიერი, მათ შორის სატელეფონო ფორმით. ხოლო მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, ითანამშრომლოს სკოლასთან. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მოსწავლე დისტანციური სწავლების დროს სტატუსი შეჩერებისგან დაცულია. ზედიზედ გაცდენილი 20 სასწავლო დღის შემდეგ კი, პროცესში კლასის დამრიგებელთან ერთად, განათლების სისტემის სოციალური მუშაკები ჩაერთვებიან, რომლებსაც აქვთ ვალდებულება, ინფორმაციის მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელონ ოჯახში ვიზიტი.

განათლების სოციალური მუშაკები მოზარდის სასწავლო პროცესში დაბრუნების მიზნით იმუშავებენ მოსწავლესთან და მის კანონიერ წარმომადგენელთან. განათლების სისტემა ყველა კანონიერ ბერკეტს გამოიყენებს მოზარდის სასწავლო პროცესში ჩასართავად. იმ შემთხვევაში, თუ აღწერილი ეტაპების გავლის შემდეგ, მოსწავლე არასაპატიო მიზეზების გამო სკოლაში მაინც არ გამოცხადდა, მას მოსწავლის სტატუსი უჩერდება, თუმცა, სტატუსის აღდგენა შესაძლებელია მშობლის განცხადების საფუძველზე, მიმართვისთანავე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება