სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს კვირეული მიეძღვნა
16-04-2021
-
+


წალენჯიხის N 2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა ტრადიციულად ახორციელებს მრავალ აქტივობას რომლებიც მოსწავლეებში ავითარებს გენიალური მშობლიური ენის მიმართ სიყვარულს, პატივისცემას, მოფრთხილებას, დაცვას...

ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება გახლავთ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული რომელიც  ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელმა ია შელიამ სკოლის  მოსწავლეთა თვითმმართველობის უშუალო მხარდაჭერით და მასწავლებლების - ქეთო ღვინჯილიას, მანანა ევსიას, მანანა შანავას თანამშრომლობით,  არაჩვეულებრივი აქტივობით აღნიშნეს...

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის კედლებში ნამდვილი დღესასწაული მოეწყო, რომლის მთავარი გმირები სასკოლო საზოგადოების წევრები გახლდნენ. ეს კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეწრის საჯარო სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეებს უყვართ სწავლა და მშობლიური ენა.

კათედრაზე დაიგეგმა კვირის განმავლობაში ჩასატარებელი პროექტების განრიგი:

ა) ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებლებმა ჩაატარეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილები;

ბ)სკოლის დერეფანი დაამშვენა ლამაზად გაფორმებულმა წარწერებმა, გამოიცა კედლის გაზეთი;

გ) მოეწყო ნახატების გამოფენა,კონკურსი ქართულ კალიგრაფიაში,გამოიფინა მოსწავლეთა ნამუშევრები, გამოვლინდა გამარჯვებული მოსწავლე;

დ)ჩატარდა კლასებს შორის კონკურსი,შეირჩა  თემატური კითხვები,თითოეული გუნდი ინტერესით იყო ჩართული ამ ღონისძიებაში, კონკურსში გამარჯვებული მეათე კლასი ჟიურის წევრებმა სიგელით დააჯილდოვეს;

ე)კვირეულის ბოლოს ლამაზად გაფორმებულ  სკოლის ბიბლიოთეკაში მოსწავლეებმა წარმოადგინეს მინისპექტაკლი, წაიკითხეს ლექსები, ღონისძიება დაამშვენა სამშობლოს სიყვარულზე შესრულებულმა სიმღერებმა.

„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“ - 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება და ის 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა.1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; თუმცა, ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება