სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვინ მეტი აფორიზმი იცის“ - აჭყვას საჯარო სკოლაში დედაენის დღეს კონკურსი მიეძღვნა
15-04-2021
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის, აჭყვას საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ბავშვებიც ჩართულები არიან სხვადახვა სასკოლო აქტივობაში და არც ისეთი მნიშვნელოვანი თარიღები ავიწყდებათ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

14 აპრილს, დედაენის  დღესთან დაკავშირებით, აჭყვას საჯარო სკოლაში ნამდვილი დღესასწაული მოეწყო, რომლის მთავარი გმირებიც მოსწავლეები იყვნენ. ეს კი, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ აჭყვას საჯარო სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეებს უყვართ სწავლა.

ახლაც, აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ირინე გორგაძის ხელმძღვანელობით დედაენის დღე აღნიშნეს. იმავდროულად, გაიმართა კონკურსი თემაზე - „ვინ მეტი აფორიზმი იცის“, სადაც გამოავლინეს გამარჯვებულები და გადასცეს სიგელები.

„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“ - 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება და ის 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა.1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; თუმცა, ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება