| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ზედა განთიადის საჯარო სკოლაში ზედმიწევნით იცავენ არსებულ რეგულაციებს და ერთმანეთს ასე უფრთხილდებიან. თუმცა კოვიდპანდემიას ხელი არ შეუშლია მასწავლებლებისთვის, დღენიადაგ ეზრუნათ მოსწავლეების განვითარებასა და მათთვის სულიერი საზრდოს გაზიარებაზე.
იმისთვის, რომ გაკვეთილები უფრო დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი იყოს, პედაგოგები ცდილობენ ყოველი საინტერესო გაკვეთილის შინაარსი გაახმოვანონ და წარმოადგინონ გმირები. როლური თამაშები, სხვადასხვა აქტივობები საშუალებას აძლევს, მოსწავლეებთან უკეთეს შედეგებზე გავიდნენ და ამის დასტურია პროგრამა - „ვსწავლობ თამაშით“.
მისი გამოყენებით, ზედა განთიადის საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლის - მაია ცხადაძის ხელმძღვანელობით, მოაწყვეს როლური კითხვა და საგაკვეთილო მასალით, დადგეს პატარა სპექტაკლი „მუდამ მწვანე ხეები“. იმ დღეს, ზედა განთიადის საჯარო სკოლაში ნამდვილი დღესასწაული იყო და მინი-სპექტაკლის ჩანაწერს Etaloni.ge სრულად გთავაზობთ
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა
რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა