სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„სკოლა მზად უნდა იყოს, ყველა გამოწვევას ღირსეულად უპასუხოს“ - რას ფიქრობენ დირექტორები ელექტრონული ჟურნალის წარმოების დანერგვაზე
13-04-2021
-
+


როგორ აფასებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას; რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას ამ პროცესში - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge  სკოლების დირექტორების მოსაზრებებს გთავაზობთ:

რობერტ გელოვანი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ეწერის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ელექტრონული ჟურნალი უკვე აპრობირებულია და ნამდვილად არ არის ცუდი. ჩვენმა სკოლამ სექტემბრიდან დაიწყო მისი წარმოება და მეორე სემესტრიდან პედაგოგები უკვე ყოველგვარი შეფერხების გარეშე მუშაობენ. თავიდან იყო სირთულეები, მაგრამ ახლა ელექტრონული ჟურნალის წარმოების პროცესი გამართულია, გვაქვს კომპიუტერული ლაბორატორია და პედაგოგები საჭირო ტექნიკით უზრუნველყოფილნი არიან, ყოველი კვირის ბოლოს კი მონაცემებს ვაფიქსირებთ, რაც ძალიან კომფორტულია.

თამარ გოცაძე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ელექტრონული ჟურნალის წარმოება, ჩემი აზრით, დისტანციური სწავლების დროს უფრო მისაღებია.  ყველა მასწავლებელი  ვერ შეძლებს წარმოებას - ნაწილი თავისუფლად მუშაობს, მაგრამ არიან ისეთები, ვინც ამას ვერ ახერხებს. დიდი ხანია ვაწარმოებთ ელექტრონულ ჟურნალს, მაგრამ მატერიალური ჟურნალიც საჭიროა, რადგან რეგიონებში ხშირად ელექტროენერგიის ან ინტერნეტის პრობლემაა.

ნუნუ თოშხუა, ხონის მუნიციპალიტეტის, ახალბედისეულის საჯარო სკოლის დირექტორი:

- დადებითად ვაფასებ ელექტრონული ჟურნალის წარმოებას, მართალია, ბავშვების ნაწილს არ აქვს წვდომა ელექტრონულ რესურსებთან, მაგრამ პედაგოგები უპრობლემოდ მუშაობენ, გავართვით თავი ყველაფერს და აღრიცხვა უპრობლემოდ ხდება. ამ ჩართულობას კი პირადად, დამატებითი რესურსის სახით გამოვიყენებდით, რადგან მეტი კომუნიკაცია იქნებოდა მშობლებთან. მშობლების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია და ამას აღვივებს ელექტრონული ჟურნალი. 

შორენა ქურასბედიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, გოლთეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

- თუ  სექტემბრიდან ელექტრონული ჟურნალი სავალდებულო გახდება, რა თქმა უნდა, მივესალმები. არის საკითხები, რაშიც პედაგოგები დახმარებას საჭიროებენ, თან ინტერნეტი გვიჭირს რეგიონებში - ძირითადად,  ტელეფონით ვმუშაობთ, შესაბამისი ტექნიკა არ აქვს ყველას და გვიწევს ერთმანეთისთვის ინტერნეტის გაზიარება... ალბათ, ეს ყველაფერი  რომ დაიხვეწება, ჩვენც მივეჩვევით  და აღარ გვექნება პრობლემა.

არჩილ მარკოიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის, პანტნარის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ელექტრონული ჟურნალი, რა თქმა უნდა, კარგია; ზოგადად, სკოლა მზად უნდა იყოს,  ყველა გამოწვევას ღირსეულად უპასუხოს. თავდაპირველად, გვქონდა სირთულეები, მაგრამ ახლა ყველაფერი მოგვარდა და პედაგოგებიც უპრობლემოდ მუშაობენ ელექტრონულ ჟურნალში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა შემთხვევაში მოუწევთ საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს განახლებული სახელმძღვანელოების ყიდვა

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

თუ არ ეთანხმებით მიღებულ შეფასებას, გაასაჩივრეთ - NAEC-ის განმარტება მასწავლებლებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მანდატურის სამსახური რეკომენდაციებს ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება