სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„ელექტრონული რესურსი მალე დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს“ - რას ფიქრობენ დირექტორები ელექტრონული ჟურნალის წარმოების დანერგვაზე
08-04-2021
-
+


როგორ აფასებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას; რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას ამ პროცესში - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge სკოლების დირექტორების მოსაზრებებს გთავაზობთ:

ნანა არაბული, მარნეულის მუნიციპალიტეტის, კირიხლოს საჯარო სკოლის პედაგოგი:

- სიახლეს ვერ მოვიწონებთ, რადგანაც პირველ რიგში, ინტერნეტის პრობლემაა, ზოგჯერ მასწავლებელს უწევს შეფასების ცალკე ჩანიშვნა და შემდეგ ელექტრონულ ჟურნალში გადატანა, ეს კი დამატებით დროს საჭიროებს; გარდა ამისა, არ ჩანს პირველი სემესტრი... არის გარკვეული საკითხები, რაც ქმნის პრობლემას და იმედია, ეს ხარვეზები მალე გამოსწორდება.

გუმბატ გუსეინოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, ყულარის საჯარო სკოლის დირექტორი: 

- ჯერჯერობით, ჩვენი სკოლა არ გადასულა ელექტრონული ჟურნალის წარმოებაზე, რადგანაც სკოლაში რემონტი მიმდინარეობს, ვართ სხვა შენობაში და აქედან გამომდინარე, კონკრეტული შეფასებების გაკეთება ცოტა მიჭირს. ვნახოთ, რემონტი რომ დასრულდება და მშობლიური სკოლის შენობაში დავბრუნდებით, როგორ შევძლებთ მუშაობას ელექტრონულ პლატფორმაზე. 

ამაიაკ მიქაელიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, დიდი გონდრიოს საჯარო სკოლის დირექტორი: 

- ჩვენს სკოლაში ელექტრონული უკვე დავნერგეთ, მართალია, არის გარკვეული ხარვეზები თუმცა იმედია,  ყველაფერი გასწორდება და ახალი, ელექტრონული რესურსი მალე დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს სასკოლო ცხოვრებაში. 

არკადი მანუჩარიანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, ოფრეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ამ ეტაპზე, ორივე სახის ჟურნალს ვაწარმოებთ, თუმცა დასწრებული სწავლებისას, რა საჭიროა ელექტრონული ჟურნალი, ცოტა ბუნდოვანია. სავალდებულოდ, შემოღების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენც აქტიურად ჩავერთვებით მის წარმოებაში, მაგრამ ვიცი, ძალიან გაგვიჭირდება - ინტერნეტის დაბალი სიხშირე ბევრ წინააღმდეგობას ქმნის. 

მუხამედ ხალილოვი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, ყარაჯალას საჯარო სკოლის დირექტორი:

- გადასულები ვართ ელექტრონული ჟურნალის გამოყენებაზე და თავიდან, ასაკოვან პედაგოგებს ცოტა გაუჭირდათ ადაპტირება, თუმცა ახლა, უკვე, ყველამ შეისწავლა, ერთმანეთს გამოცდილებასაც უზიარებენ და ძალიან მოგვწონს, რადგანაც ვფიქრობ, რომ ძველი ჟურნალების ტარებას კლასებში და მერე მასზე პასუხისმგებლობის აღებას, ელექტრონული ჟურნალი სჯობს, რომლის წარმოებაც ბევრად მარტივია და კომფორტული. 




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა საკითხები შეიძლება მოვიდეს მასწავლებლეთა გეოგრაფიის გამოცდაზე - რეკომენდაციები და რჩევები ტრენერისგან

დაამთავრა მოსკოვის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას

მასწავლებელთა 24 პროცენტი ფიზიკის გამოცდაზე არ გამოცხადდა - 2 დაგვიანება დაფიქსირდა

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს, როგორ უკავშირდება მუსიკა ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს

ღონისძიება სავსე იყო სიხარულით, მადლიერებითა და თბილი ემოციებით

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბილინგვურმა სწავლებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეთა ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას,

პედაგოგი გადავიდა პროექტის ფინალურ ეტაპზე და მონაწილეობა მიიღო ყვარელში გამართულ ხუთდღიან საგანმანათლებლო ბანაკში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება