სიახლეები
სკოლები

წყალი და წყლის რესურსების დაცვა - ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლის, გვანცა თოფურიას ნამუშევარი ესეების კონკურსის საუკეთესო ათეულში მოხდა
02-04-2021
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის გელა ჭედიას სახელობის ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის ეკო-კლუბის ლიდერი მოსწავლე გვანცა თოფურია წყლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ესეების კონკურსში მონაწილეობდა.

სკოლის ინფორმაციით, მოსწავლის ნამუშევარი არასამთავრობო ორგანიზაციის - „ახალგაზრდების ცვლილებებისთვის“ მიერ ორგანიზებულ კონკურსის საუკეთესო ათეულში მოხდა.

გვანცა თოფურია ასევე მონაწილეობდა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ორდღიან კონფერენციაში.

წყალისა და წყლის რესურსების დაცვის თემაზე შექმნილი ნამუშევრისთვის, მოსწავლეს სერტიფიკატები გადაეცა.

„ჩვენ ადამიანები წყლის ცხოველები ვართ და წყლის პლანეტაზე გავჩნდით. წყალი ყველგან და არსადაა, ის დაუდეგარია-მოუსვენარი, მოძრავი ნივთიერებაა, რომელიც მუდამ იცვლის თავის ფიზიკურ მდგომარეობას აირადიდან თხევადამდე, თხევადიდან მყარ ფორმამდე და ამ ციკლს კვლავ და კვლავ იმეორებს. წყალი დედამიწის წებოცაა და გამხსნელიც. ეს ნივთიერება შლის და კრავს ტვინის უჯრედებს, მთის ქედებს, ორთქლს, რომელიც დილის ჩაის და ტექტონიკურ ფილებს ასდის.

და მაინც, სასმელი წყალი სულ მცირედია, მლაშე ოკეანეები შეიცავენ ჩვენი პლანეტის წყლების საშუალოდ 97%-ს, პოლუსებსა და მყინვარებში მომწყვდეულია 2%-მდე. ადამიანთა სასიცოცხლოდ კი რჩება ხელმისაწვდომი წყლის აბსურდულად მცირე წვეთი: ერთ პროცენტზე ნაკლები თხევადი, მტკნარი წყალი და მაინც, ამ საგანძურს ისე ვფლანგავთ, როგორც უდაბნოში დაკარგული უგუნური მოგზაური გამოცლის ხოლმე წყლის უკანასკნელ ბოთლს ერთი ამოსუნთქვით.

თითქოს დედამიწას წყლის ამოუწურავი რესურსი გააჩნია, თუმცა რეალობა ამისგან განსხვავებულია. წყლის კრიზისი ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა, რომელიც მსოფლიოს წინაშე დგას, კვლევების მიხედვით წყალს მსოფლიო ეკონომიკის 90%-ზე შეუძლია გავლენა მოახდინოს, ხოლო მსოფლიო მასშტაბით წყალთან დაკავშირებულ სექტორებში 1,5 მილიარდი კაცია ჩართული.

საქართველო მეტად მდიდარი ქვეყანაა წყლის რესურსებით თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით ანკარა წყაროებს, მდინარეებს, ტბებს, ჩვენი სიმდიდრეა შავი ზღვა, ჩემს კუთხეში სამეგრელოში თითქმის მთის სოფლების ყველა ოჯახში მოწანწკარებს ბუნებრივად წყაროს წყალი, რომელსაც "წყურგილეს" ეძახიან, პარალელურად არის არტეზიული თუ მამაპაპური ჭები, ასე რომ წყლის პრობლემა სამეგრელოს არცერთ სოფელს არ ჰქონდა, მათ შორის ჩემს სოფელ ლეციცხვაიესაც, მაგრამ, როგორც ზოგადად მსოფლიოში და საქართველოში, ისე ჩემს კუთხეშიც დავდექით მწვავე ეკოლოგიური პრობლემის წინაშე მდინარეების დაბინძურებამ, ტყეების მასობრივმა გაჩეხვამ, სერიოზული საფრთხე შეუქმნა წყალს.

თუ ასე გაგრძელდება ბუნებისადმი მხოლოდ მომხმარებლური დამოკიდებულება, ანკარა წყაროს წყალი სანატრელი გახდება. რამოდენიმე წელია ზაფხულობით ჩემს სოფელში ჭების თითქმის 70 პროცენტი შრება, მინდა მეტად მტკინვეულ თემას შევეხო, სოფელში ჩამოდის, უფრო სწორად ჩამოდიოდა მდინარე ნოღელა, რომელიც სათავეს ტაბაკელას მთებიდან იღებს, უფროსები გვიყვებიან, რომ მდინარე მიუხედავად მისი ვიწრო კალაპოტისა, გამოირჩეოდა წყალუხვობითა და სიკამკამით, ამიტომ მთელი სოფლის ბავშვების საზაფხულო გასართობი და თავშესაქცევი სწორედ მისი ტბორები იყო. ხოლო თევზები, ადამიანის განუზომელ მადას შეეწირნენ, სწორედ ასეთმა მომხმარებლურმა დამოკიდებულებამ ადამიანებს დაავიწყა მომავალზე ფიქრი და დღევანდელ დღეს მდინარის კალაპოტი აქა-იქ დახავსებული დარჩა, რომელიც თითქმის ნაგავსაყრელადაა ქცეული, ეს მოჩუხჩუხე მდინარე, რამდენიმე წისქვილსაც ამუშავებდა, საოცარი ადიდება იცოდა, რომელიც უკვე წლებია აღარავის უნახავს.

წყლის რესურსების დაცვა იყო არის და იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა. წყალი არის სიცოცხლე, კულტურა, რელიგია და ძალაუფლება. დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 60%-ს შეადგენს ზონები, სადაც არ არის მტკნარი წყალი ან იგრძნობა მათი მწვავე ნაკლებობა. პლანეტის ერთი მილიარდი ადამიანი იტანჯება ავადმყოფობებით, რომელიც გამოწვეულია წყლის ნაკლებობით, ან არასრულფასოვანი წყლის მოხმარებით. საქართველოში წყლის რესურსების მართვა კანონით რეგულირდება, რაც ნაკლებ ეფექტიანია გამომდინარე წყლის ბუნებიდან და იმ ჭეშმარიტებიდან, რომ "წყალმა არ იცის საზღვრები." მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი ბუნებრივი რესურსი სასმელი წყალია. სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში ქვეყანას შეუძლია უდიდესი ეკონომიკური სარგებელი ნახოს.

დღეს შექმნილმა მძიმე ვითარებამ შეაშფოთა მსოფლიო და ჯამრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და ბუნების დაცვის საზოგადოების გაძლიერებული ყურადღების ცენტრში დადგა, წყლის რესურსების დაცვისა და მართვის საკითხი. სწორედ, ამის დასტურია გაეროს 17 მიზანს შორის ერთ-ერთი ,,წყალი, სანიტარია და ჰიგიენა."

პრობლემა გასაგებია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია გადაჭრის გზები, რომელზეც ფიქრი სკოლის ეკოკლუბ „ეკოჰარმონიაში" კონკურსში ჩართულობამ გამააზრებინა, რაც შეეხება ზემოთ თქმულ ნახსენებ მკვდარ მდინარე ნოღელის აღდგენაზე ჩემი ფიქრები მიუხედავად იმისა, რომ შორეული პრესპექტივაა აუცილებელია ტყის იმ საფარის აღდგენა, რომელიც კვებავდა ამ მდინარეს. სასმელი წყლის რაციონალური გამოყენება, რომლისთვისაც უმთავრესია საზოგადოების ეკოლოგიური აზროვნების ამაღლება და არა წყლის მოხმარების შემცირება.

მეორე მნიშვნელოვან საკითხად მიმაჩნია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. მაგ: გაფილტვრის თანამედროვე მეთოდების გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს სუფთა წყლის მარაგის არსებობასა და დაცვას, აგრეთვე სენსორული ტიპის წყლის სოკოების დამონტაჟება, რადგან ყველაზე უყაითოდ აქ იფლანგება წყლის რესურსი და მე მგონია ყველა ოჯახში აუცილებელია ახალი ტექნოლოგიებით შექმნილი სენსორული ონკანების დამონტაჟება და ყველაზე უმთავრესი სახელმწიფოს მხარდაჭერა და უფრო ეფექტური და მოქნილი პოლიტიკა წყლის რესურსებთან მიმართებაში“, - ნათქვამია გვანცა თოფურიას ესეში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

„მერანი“, „ქართლის ჭირი“... - კიდევ რა ნაწარმოებები შეიძლება შეხვდეთ აბიტურიენტებს ხელოვნური ინტელექტის გათვლით

საჯარო სკოლებს ფინანსური ცვლილებები 1-ელი ივლისიდან ეხებათ - დეტალები

მიქანაძეს სკოლაში მასწავლებლად მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება აქვს

ავტობუსით მგზავრობა ფასიანი იქნება

საგამოცდო ცენტრებთან მიმავალი ავტობუსების მარშრუტები - ეროვნულები 3 ივლისს იწყება

რომელი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია განიხილება 1-ელ ივლისს - სია 

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

მოსწავლეთა კულტურულ და შემოქმედებით განვითარებას ემსახრება სკოლაში მოქმედი კლუბი „შთაგონება“

მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ საინტერესო და შემოქმედებით აქტივობაში

კონფერენციზე პედაგოგები საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ

„იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება