სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ელექტრონული პლატფორმა ძალიან კომფორტულია“- სკოლების დირექტორები ელექტრონული ჟურნალის დანერგვას აფასებენ
30-03-2021
-
+


2021-2022 სასწავლო წლიდან სკოლებში მატერიალურს ელექტრონული ჟურნალი ჩაანაცვლებს - ეს ოფიციალურ დოკუმენტშია გაწერილი, თუმცა საინტერესო ისაა, როგორ ხვდებიან სხვადასხვა სკოლის ხელმძღვანელები ამ სიახლეს.

როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში? - ამ კითხვებით, Etaloni.ge-მ სკოლების დირექტორებს მიმართა:

ლეილი ამირშადიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, საღამოს საჯარო სკოლის დირექტორი:

- თავიდან, ელექტრონული ჟურნალის დამკვიდრებას სასკოლო საზოგადოება თითქოს სკეპტიკურად შეხვდა, თუმცა პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ელექტრონული პლატფორმა ძალიან კომფორტულია და პედაგოგებმაც მალევე აუღეს ალღო. ასე რომ, მოგვწონს მისი სპეციფიკა და მუშაობისას არანაირი პრობლემა არ გვექმნება.

ანტეი ტერსენოვი, წალკის მუნიციპალიტეტის, წინწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი:

- ელექტრონული ჟურნალი ჩვენს სკოლაში უკვე დანერგილია და მიუხედავად იმისა, პარალელურად, მატერიალურ ჟურნალსაც ვაწარმოებთ, ელექტრონულ პლატფორმაზე მუშაობა ბევრად კომფორტულია. მასწავლებლებმა იოლად აუღეს ალღო და ამ სიახლეს მხოლოდ მივესალმებით.

მამედ პირიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, ზემო სარალის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჯერჯერობით, შეფასება - რამდენად მარტივია ელექტრონულ ჟურნალში მუშაობა - ცოტა მიჭირს. საბოლოოდ რომ ვიცით, რომ სექტემბრიდან მატერიალური ჟურნალი აღარ იქნება და საბოლოოდ რომ გადავალთ ელექტრონულ პლატფორმაზე, ამის შემდეგ შეგვეძლება უფრო კონკრეტული შეფასებების გაკეთება.

არშალუის პოლოიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ტამბოვკის საჯარო სკოლის დირექტორი:

- დისტანციურმა სწავლებამ არაერთ წინააღმდეგობასთან გამკლავება გვასწავლა და ელექტრონულ ჟურნალსაც, ჩვენმა პედაგოგებმა მარტივად აუღეს ალღო, თუმცა ინტერნეტკავშირის პრობლემა გვაქვს და ამის გამო გარკვეულ პრობლემას ვაწყდებით, გვაქვს ხარვეზებიც, თუმცა იმედია, მალე ეს საკითხიც გამოსწორდება.

აზარ გეიდაროვი, წალკის მუნიციპალიტეტის, თეჯისის საჯარო სკოლის დირექტორი:

- სკოლაში ორივე სახის ჟურნალს ვაწარმოებთ, მატერიალურსაც და ელექტრონულსაც, თუმცა ამ უკანასკნელში მუშაობა ბევრად კომფორტულია. არანაირი სირთულე არ გვაქვს და იმედია, ახალი სასწავლო წლიდანაც ასეთივე შემართებით, ხარვეზების გარეშე შევძლებთ მუშაობას.

ჯუმშუდ გულმამედოვი, არიფ ალიევის სახელობის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ტალავერის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

- თავიდან, როდესაც ელექტრონული ჟურნალის დანერგვა გადაწყდა, გვქონდა გარკვეული სირთულეები, რომლებიც ინტერნეტკავშირის ხარვეზებმა განაპირობა, თუმცა ახლა ყველა წინააღმდეგობა დაძლეულია და მინდა გითხრათ, ჩვენი სკოლა სრულად ელექტრონული ჟურნალის წარმოებაზეა გადასული.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრთა დანიშვნა და ბაღის აღმზრდელთა ჯანდაცვის ხელშეწყობა - კიდევ რა დაევალა მერიის სტრუქტურულ ერთეულს

ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღება,ხვალიდან 22 ივნისიდან იწყება 

საბავშვო ბაღების სია ცნობლია - რა საკითხებს განიხილავენ სპეციალურ საბჭოზე 

რომელ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოში - ჩამონათვალი 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს, გაეცნენ შავ ზღვაში ბინადარ არსებებს, მათ მნიშვნელობასა და დაცვის აუცილებლობას

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სწავლობდნენ წყლის რესურსების, მდინარეების, ზღვებისა და ოკეანეების მნიშვნელობას

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება