სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაშბაშის საჯარო სკოლის პედაგოგი მარინა საგინაძე მოსწავლეებს ინგლისურ ენას საინტერესო მეთოდებით ასწავლის
30-03-2021
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი მარინა საგინაძე უცხოური ენების სწავლის უპირატესობებზე საუბრობს და აღნისნავს, რომ გარდა ცოდნის მიღებისა, უცხოური ენების სწავლა ადამიანის ტვინის ფუნქციონირებას უწყობს ხელს. 

როგორც პედაგოგი აღნიშნას, იმისთვის რომ მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის სწავლა უფრო ადვილი და საინტერესო ყოფილიყო ბავშვებისთვის სიტყვათა მარაგის შევსება პრაქტიკული სამუშაოებით გადაწყვიტა.

„დღეს ენებს შორის ყველაზე აქტუალური, რა თქმა უნდა, ინგლისური ენაა. ამ ენაზე საუბრობს მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ინგლისური გვხვდება ყველგან, ტრანსპორტში, აეროპორტში, ტელევიზორში, ინტერნეტში. მე ვფიქრობ,  სხვადასხვა ენების სწავლა მხოლოდ ამ შედეგით არ შემოიფარგლება,

არის კიდევ ერთი მიზეზი, რომელზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, ბევრი ენების ცოდნა ავტომატურად მოუტანს სარგებელს ენის შემსწავლელ ადამიანებს. განსაკუთრებით ინგლისური ენა, რადგან შესწავლის დროს ყურადღება უნდა გავამახვილოთ ბგერის სწორად წარმოთქმაზე რაც აძლიერებს გონების პოტენციალს. გონებას, ისევე როგორც ნებისმიერ კუნთს სჭირდება ვარჯიში. ამ მხრივ ინგლისური ენის შესწავლა ძალიან კარგი სავარჯიშოა.

მოხარული ვარ, ვასწავლი სკოლაში სადაც მოსწავლეებს სამი ენის შესწავლა უხდებათ, ქართული- ინგლისური და ბოლოს თარგმნიან თავიანთ ,,სომხურ ენაზე’’ რასაც დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია არამარტო, ენის ცოდნისთვის არამედ ყოველდღიურად აიძულებს ტვინს იმოძრაოს მისთვის ახლად დადგენილ წესებსა და ლაბირინთებში, რაც საკმაო ძალისხმევას მოითხოვს. ადამიანი, ვინაიდან ის ორ ან მეტ ენას ფლობს მუდმივად აკონტროლებს რომელ ენაზე საუბრობს და რომელი ენიდან უნდა ამოირჩიოს ამა თუ იმ სიტუაციისთვის შესაბამისი სიტყვა თუ ფრაზა, რაც ტვინის ვარჯიშს უწყობს ხელს

მხოლოდ თავიდან არის რთული, დროთა განმავლობაში კი ქვეცნობიერის დონეზე გადადის და ამის კონტროლი ისეთივე მარტივია, როგორც მაგალითად სიარული და საუბარი ერთდროულად.

ადამიანები, რომლებიც საუბრობენ ორ ან მეტ ენაზე დიდ დროს უთმობენ ენების ურთიერთჩანაცვლებაში და ეს ხელს უწყობს ტვინის მარცხენა სფეროს განვითარებაში, ასევე ასაკში ბევრად უფრო გამძლენი არიან ალცჰაიმერის დაავადების მიმართ.

ჩემს მოსწავლეებს რომ გაადვილებოდათ ინგლისური ენის შესწავლა, მათთვის საინტერესო კუთხით დავიწყე სიტყვის მარაგის დაგროვება, მაგალითად გამოვიყენე სწავლა კეთებით.

კეთებით სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლე საკუთარი ცოდნის, წარმოსახვის, ინტელექტისა და შემოქმედების ნაყოფს ხედავს. ეს მას სიამოვნებას ანიჭებს, რაც, ერთი მხრივ, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების სტიმულს აძლევს, მეორე მხრივ კი აცნობიერებინებს და აჩვევს მას, რომ მოფიქრება და ჩანაფიქრის განხორციელება ერთი მთლიანი პროცესის ორი ფაზაა.

კეთებით სწავლების ანუ პრაქტიკის მეთოდის გამოყენების დროს მოსწავლეს ვაწვდით ზუსტ ინსტრუქციას ექსპერიმენტის ან სიმულაციისთვის და არა ინფორმაციას. ამის მიზანია, მოსწავლეებმა შეასრულონ ისეთი ქმედებები, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის ან ჩვევის ფორმირებას“

გთავაზობთ ერთი გაკვეთილის ნიმუშს „კეთებით სწავლის“ გამოყენებით, იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება