სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

8 უჩვეულო რამ, რაც შეიძლება კოსმოსში ყოფნისას დაგემართოთ
14-11-2017
-
+


აშკარა ხდება, რომ ადრე თუ გვიან კოსმოსში გამგზავრება ნებისმიერი ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი და უფრო მეტიც, შესაძლოა ადამიანების დიდმა ნაწილმა დედამიწა სამუდამოდ დატოვოს.

ტექნოლოგიური თვალსაზრისით, კოსმოსში გასვლა უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება. ფაქტია, რომ ჩვენ თუ არა, ჩვენ შვილთაშვილებს მაინც ექნებათ ფუფუნება, კოსმოსი მთელი მისი დიდებულებით იხილონ. თუმცა, მოდით, სანამ ჩემოდნების ჩალაგებას დავიწყებთ, ამ „უცნაურ“ პერსპექტივას მთელი თავისი გამოვლინებებით გადავხედოთ.

8 უჩვეულო რამ, რაც შეიძლება კოსმოსში ყოფნისას დაგემართოთ

კოსმოსთან ადაპტაციის სინდრომი

გრავიტაციის გარეშე მყოფმა ადამიანმა შესაძლოა კოსმოსის შიში, მეორენაირად  კოსმოსთან ადაპტაციის სინდრომი შეიძინოს. კოსმოსში მყოფ ინდივიდს შესაძლოა თავის ძლიერი ტკივილები, დეზორიენტაცია, გულის რევა, თავბრუსხვევა და მუდმივი დისკომფორტის შეგრძნება დაეუფლოს. ყველა, ვინც კოსმოსში არის ნამყოფი, აღნიშნავს, რომ მსგავსი სიმპტომები რამდენიმე დღე გრძელდება.


გაუსაძლისი სუნი

ალბათ ფიქრობთ, რომ კოსმოსში, სადაც არც ჰაერია, არც დრო და საერთოდ, სრულიად ვაკუუმში იმყოფებით, შეუძლებელია რაიმე სახის სუნმა შეგაწუხოთ. თუ გამოცდილ კოსმონავტებს დავუჯერებთ, კოსმოსში ძალიან მძაფრი, დამწვარი სტეიკის, მძიმე მეტალისა და დამწვარი ნაგავსაყრელის სუნია.

ამერიკელი ასტრონავტი, დონალდ რეი პეტიტი თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ კოსმოსში ყველაზე მეტად მეტალის სუნი იგრძნობა.


იყავით მზად, თქვენი ფეხების დასაკარგად

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კოსმოსში ფეხის ფრჩხილების დაკარგვა ნომერ პირველი პრობლემაა. ყველა ასტრონავტი აღნიშნავს, რომ ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა ყველაზე ცუდი შეგრძნებაა.

კოსმოსური სკაფანდრის გიგანტური მოცულობა და სპეციალური წნევა, სისხლის მიმოქცევას აფერხებს, რის შედეგადაც არსებობს რისკი იმისა, რომ ცოცხალმა ქსოვილმა კვდომა დაიწყოს. ამიტომ ხშირად უნდა აკეთოთ სპეციალური ვარჯიშები.


გათავისუფლდებით „ხვრინვისგან“

თუ კოსმოსში გაფრენამდე „ხვრინვის“ პრობლემა გაწუხებდათ, ამას საერთოდ დაივიწყებთ. გრავიტაციის არ არსებობის გამო სასუნთქი სისტემა ზეწოლას აღარ განიცდის, ამიტომ მშვიდად ძილს შეძლებთ.


მხედველობის გაუარესება

მას შემდეგ, რაც კოსმოსში დიდ დროს გაატარებთ, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები გარდაუვალია. კოსმონავტების უმეტესი ნაწილი გაფრენის შემდეგ მხედველობის გაუარესებას უჩივის. საქმე იმაშია, რომ ადამიანისთვის მიუჩვეველ სივრცეში ყოფნისას, ორგანიზმში არსებული სითხე თავის არეში იწყებს მობილიზებას, რის გამოც მხედველობის ნერვები მცირე ზეწოლას განიცდის.


პრობლემები კუნთების მოძრაობასთან დაკავშირებით

ამას ალბათ ყველაზე ნაკლები ახსნა სჭირდება. კოსმოსში ადამიანს მოძრაობების შესასრულებლად დიდი ძალისხმევა და ზედმეტი გარჯა არ სჭირდება. თქვენ თითქოს ჰაერში ტივტივებთ, ამიტომ კუნთები ზარმაცდება.

ატროფიის თავიდან ასაცილებლად, კოსმონავტები ყოველდღე სპეციალურ ვარჯიშებს ასრულებენ.


სიმაღლეში გაიზრდებით

კოსმოსში ჩონჩხი ზეწოლას არ განიცდის, ამიტომ შესაძლოა იქ ყოფნისას მთელი 5 სანტიმეტრით მოიმატოთ. მაგრამ სიხარული დიდხანს არ გასტანს, როგორც კი დედამიწაზე დაბრუნდებით, თქვენს ჩვეულ სიმაღლეს დაუბრუნდებით.


კოსმოსური ეიფორია

ბევრი ასტრონავტი აღნიშნავს, რომ კოსმოსში ყოფნისას მათ სულ თან სდევდათ გაურკვეველი სიხარულის გრძნობა.

აი რას ჰყვება NASA-ს ასტრონავტი ჩარლზ დიუკი:

„უბრალოდ გაოგნებული ვიყავი. მეგონა, რომ რაღაც ღვთიურ ნაწილს შევეკარი და ეიფორიის შეგრძნება არ მტოვებდა. ეს ყველაზე ძლიერი გრძნობაა, რაც ცხოვრებაში განმიცდია.“



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

მანდატურების ფორმა იცვლება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ანაზღაურება 3040 ლარია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნა 2 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ

მასწავლებლის საგამოცდო ქულა ამ დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს - ბრძანება

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სწავლობდნენ წყლის რესურსების, მდინარეების, ზღვებისა და ოკეანეების მნიშვნელობას

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

ბავშვებისთვის ეს ღონისძიება დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება